გიორგი კეკელიძე: "დღეს მთავარი თემა საქართველოში თინას ორალური სექსისადმი სიყვარულია" - კვირის პალიტრა

გიორგი კეკელიძე: "დღეს მთავარი თემა საქართველოში თინას ორალური სექსისადმი სიყვარულია"

"ის, რომ დღეს მთავარი თემა საქართველოში თინას ორალური სექსისადმი სიყვარულია, სრულიად გასაგები ამბავია. მე ვნახე ინტერვიუ – იქ ვერც აღსაფრთოვანებელი შევამჩნიე რამე და ვერც აღსაშფოთებელი. ეს აზრები შეიძლება უფრო საინტერესო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ყოფილიყო. რევოლუციურობა ამ საქმიდან ძნელად გამოვა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეწ. პროგრესულები კატა–თაგვობანის თამაშით არიან დაკავებულნი, იტყვის რომელიმე რამე ბანალურ ამბავს, გამოეკიდება მერე კონსერვატორული ფლანგი და მიდის თავის გართობა ამ ყველაფრის ერთმანეთისთვის გაზიარებით, ,,ვაი, რა დღეში ვართ" მოძახილით და ,,უი, რა მაგარი ვარ" მისამღერით"... - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე..

გიორგი კეკელიძე:

- ცნობისმოყვარეობა ადამიანების უმთავრესი თვისებაა. ბიბლიის მიხედვით, ეს შეგრძნება გახდა სამოთხიდან გამოძევების მთავარი მიზეზი. ჩვენი, ადამიანების საყვარელი საქმე სხვების ცხოვრების დაკვირვებაა. ცხადია, კულტურული ადამიანი საჯარო სივრცეში იშვიათად საუბრობს სხვების თეთრეულზე, მაგრამ ხანდახან მასაც წაუცდება სიტყვა. სოციალური ქსელების ერაში ადამიანმა ,,აიშვა" - ის არნახულად თავისუფალია გამოხატვის თვალსაზრისით. ის, რომ დღეს მთავარი თემა საქართველოში თინას ორალური სექსისადმი სიყვარულია, სრულიად გასაგები ამბავია. მე ვნახე ინტერვიუ – იქ ვერც აღსაფრთოვანებელი შევამჩნიე რამე და ვერც აღსაშფოთებელი. ეს აზრები შეიძლება უფრო საინტერესო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ყოფილიყო. რევოლუციურობა ამ საქმიდან ძნელად გამოვა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეწ. პროგრესულები კატა–თაგვობანის თამაშით არიან დაკავებულნი, იტყვის რომელიმე რამე ბანალურ ამბავს, გამოეკიდება მერე კონსერვატორული ფლანგი და მიდის თავის გართობა ამ ყველფრის ერთმანეთისთვის გაზიარებით, ,,ვაი, რა დღეში ვართ" მოძახილით და ,,უი, რა მაგარი ვარ" მისამღერით. საზოგადოებას, ზოგადად შოკი ავითარებს, მაგრამ შოკი უნდა გავდეს კარავაჯოს, ბოკაჩოს ან თუნდაც ალენ გინზბერგს. მე იმას როდი ვამბობ, რომ თინა ამას განგებ, ეპატაჟისთვის აკეთებდა. არც მისი მანერულობა და სხვებისგან განსხვავებულობის სურვილი მაღიზიანებს, რაც უნდა ზედაპირული იყოს. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერვიუს მაქებართა რიგებში ვერაფრით ჩავდგები, ამ დიად ბრძოლაში მაინც თინას მხარეს ვარ და არა ფარისეველი მორალისტების. აი, კატის, გიტარებისა და კარვების საკითხზე ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ, ამაზე ჩემზე ბევრად კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრეს და სანამ დასკვნებს არ გავეცნობი, მეშინია, რამე არაკვატური არ წამომცდეს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ სექსს ჩევნი საზოგადოება, სამწუხაროდ, ისევ საოცრებად მიიჩნევს. ვინც ამ საქმით კავდება, კლავს დაუძლეველი სურვილი სხვებს გაანდოს საკუთარი განსხივოსნება, თავს მოვალედ თვლის, სხვებს უთხრას: ,,ეს საოცრება არ არის ხალხო'' (ხან ეპატაჟი, ხან გულწრფელობა, ხან ,,ბნელებთან'' კატა–თაგვობანას სურვილი). მეორე, უფრო დიდ და აგრესიულ ნაწილზე თქვენც მოგეხსენებათ..

- თქვენს სახელთან დაკავშირებით დღესაც ხშირია სხვადასხვა სახის ინტიმური ჭორები, განსაკუთრებით გაშმაგებით თქვენს სასიყვარულო რომანებს განიხილავენ ცნობილ სახეებთან. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამ აკვიატების მიზეზი?

- ალბათ ჩემი საჯარო სტატუსი – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობა. მარტო პოეტი რომ ვიყო, ყურსაც ძნელად შეიბერტყავდა ვინმე. მე არასდროს არც ვადასტურებ და არც უარვყოფ მგავს ხმებს. ძალიან უბრალო მიზეზის გამო – არ მინდა ამ ხმების გამავრცელებელთა თამაში ვითამაშო. რაც შეეხება ჩემს რომანებს ე.წ. ცნობილ სახეებთან, მათთან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დოზით მქონდა ურთიერთობა.

- 15 წლამდე ბაშვების დაბალი განათლებით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში... იქნებ ცოტა მეტი დრო დაგვეთმო ამ ბავშვებისთვის და არა ჭორაობისთვის..

- ეს ძალიან სამწუხარო და საგანაგაშო, თუმცა მოსალოდნელი ფაქტია. საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა განათლების ეფექტური რეფორმა და წიგნიერების დონის ამაღლებაა. მე, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი, ჩემი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ალბათ საყოველთაო მობილიზაციაა საჭირო. განათლება თუ გვიხსნის, თორემ სხვა გზებმა, როგროც ხედავთ, ვერ გაამართლეს...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)