"ქართველი ხარ? - შენს სამშობლოში დაბრუნდი!"
"კვირის პალიტრის" 2006 წლის არქივიდან
დღეს რუსეთში ანტიქართული ისტერია კულმინაციას აღწევს. "ქართველი ხარ? - შენს სამშობლოში დაბრუნდი!" მაგრამ როგორ გაბრუნებენ? ამას უფრო კინწისკვრით გამოყრა ჰქვია. რუსებისთვის საყვარელი და ძალზე პატივსაცემი ქართველებიც კი შეურაცხყვეს. რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტ ზურაბ წერეთელს ფინანსური დარღვევები ამოუქექეს, საქვეყნოდ ცნობილ მწერალ ბორის აკუნინს (გრიგოლ ჩხარტიშვილს) კი შემოსავლების რევიზია ჩაუტარეს.
ქართველი ბავშვებისთვის რუსულ სკოლებში სწავლა შეწყდა! ქართული გვარი და გარეგნობა ბევრი ადამიანისთვის პრობლემად იქცა.
თვითმხილველების მონაყოლიდან:
...მთელი ღამე გაგვატარებინეს უფანჯრო ოთახში. მხოლოდ სკამები იდგა. არც პლედები მოგვცეს გასათბობად, არც საჭმელი და არც წყალი მოგვიტანეს. მხოლოდ დილით შემოგვიგზავნეს თითო კვერცხი და ორი ნაჭერი პური. მორიგე ყოველ ნახევარ საათში შემოდიოდა და გვთვლიდა.
...პრეტენზია რომ განვაცხადეთ, შემოვიდა ვიღაც და გამოგვიცხადა, ეს დეპორტაცია კი არ არის, გაგდებთ ქვეყნიდანო.
მერედა, რა არის ამის მიზეზი-მეთქი, ვიკითხე. პრობლემებია საქართველოდანო.
"მოსკოვს ცრემლების არ სჯერა!"
რუსეთიდან კი ისევ გრძელდება ქართველი "კრიმინალების" დეპორტაცია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ "სკატავოზების" ნაცვლად, ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავებით დაიწყეს გამოძევებულთა თბილისში ჩამოყვანა. ერთი ეგ არის, რომ რუსებს "კრიმინალები და ბანდიტები" ბავშვებისა და მოხუცებისაგან ისევ ვერ გაურჩევიათ.
"დაკარგული სამოთხე"
რუსეთი თავის მოქალაქეებს "ნებაყოფლობით" ერეკება საქართველოდან, რომლებიც დაუფარავი სინანულით ეთხოვებიან ჩვენს ქვეყანას და აკრძალვის მიუხედავად "ბორჯომი" და ქართული ღვინო მიაქვთ სამახსოვრო საჩუქრად იმ ქვეყნიდან, სადაც მათთვის უბატონოდ ბუზიც არავის აუფრენია...
"საყოველთაო ბოი(ს)კოტი"
მას შემდეგ, რაც რუსეთში ქართველების მასობრივი დევნა დაიწყო, კრემლის გონს მოსაყვანად თბილისსა და მოსკოვში საპროტესტო აქციები და ქართველთა მხარდამჭერი მსვლელობები იმართება.
თბილისი, ჭავჭავაძის პროსპექტი
რუსეთის საელჩო...
თბილისი, ჭავჭავაძის პროსპექტი
რუსეთის საელჩო...