ჩაკ ნორისი: სტივენ, რამ გამოგასიგალა? - კვირის პალიტრა

ჩაკ ნორისი: სტივენ, რამ გამოგასიგალა?

ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი, სტივენ სიგალი (რომელსაც ქართველების უმეტესობა "ნიკოდ" იცნობს), უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ ვინც უკრაინაში მიმდინარე პოროცესებს 2008 წლის საქართველოს ომს ადარებს, ძალიან ცდება, რადგან 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყოო.

შე მართლა სტივენა, შენა, ამდენმა თავში ხათქუნმა ხომ არ გიწია? ომის დაწყება შენ ფილმში სამყაროს გადარჩენა ხომ არ გგონია, ერთი ღიპიანი წარაკუა რომ ას კაცს უმკლავდება? ერთი ეს შენი ნათქვამია სიმართლე და მეორე ის, მთელი გემის ეკიპაჟი მარტომ რომ ამოჟუჟე.

რომ მოგიღია პირი და ლაპარაკობ, საქართველო რუსეთს დაესხა თავსო, შენ საქართველო დავითისდროინდელი ივერია ხომ არ გგონია?! ლოგიკით დავითი არ უნდა იცოდე, შესაბამისად იმ დროინდელი საქართველოც არ გეცოდინება ანუ ერთადერთი შანსია დარჩენილი - გამოსიგალებულხარ და ეგაა.

ჩემს ბავშვობაში ბრუს ლის სიკვდილის გავრცელებული ვერსია იყო,რომ ბევრი ვარჯიშით გული კუნთად გადაექცა. სტივენ, მე მგონი შენ ტვინი გადაგექცა კუნთად, ბუნებრივია, საერთოდ თუ გქონდა.

მე პუტინისა გამკვირვებია, ასეთი იაფფასიანი პროპაგანდით რომ კვებავს საკუთარ ხალხს. ჯერ იყო და დეპარდიეს დაატარებდნენ "მადონას" სერვიზივით და ახლა ეს აალაპარაკეს, საინტერესოა, რა იქნება მესამე სვლა. დავიჯერო, ჩრდილოეთ კორეიდან წამოსულ დენის როდმანს ცხინვალის საკალათბურთო დარბაზში ღია ვარჯიშს ჩაატარებინებენ?!

ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება ორ კაპიკს არ იშურებს ასეთი სიგალებისთვის და ამისთანა სისულელეებს ალაპარაკებს, ჰოდა, ის ფული, რაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე იხარჯება (რომლის შედეგიც მხოლოდ 3 ტონა კარალიოკის რუსეთში გატანაა), ავდგეთ და ჩაკ ნორისს გადავუხადოთ, რომელიც იტყვის: ცხინვალში ვიყავი და მარტო ვიგერიებდი რუსებს, მხოლოდ 2 დღის მერე დამეხმარნენ ქართველებიო. ჩაკ ნორისს ტყუილიც დაეჯერება და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ რუსი აგრესორია. სტივენასაც მისცხებს ერთი-ორს და ეტყვის: რამ გამოგასიგალა, ბიჭოო!

საინეტერესოა, რენი ჰარლინს სტივენი რომ "აგვისტოს 5 დღე"-ში გადასაღებად რომ მოეწვია, მერე როგორ დაატრიალებდა ფირფიტას?! ისიც საინტერესოა, ენდი გარსია თუ იტყვის რამეს. გალსტუკი კარგად ჭამა?

დღეიდან სრულიად ქართველობა ვიწყებთ აქციას "არა ნიკოს", ვიმედოვნებ, რომ ტვ "იმედიც" შემოგვიერთდება, სანაცვლოდ ყველა დავდებთ 1-1 ლარს და "იმედს" ვუყიდით "რემბოს" პირველი ნაწილის დივიდი დისკს (თუ ამან გაამართლა მერე იგივე აქციას ვიწყებთ "იუმორინასთან" მიმართებაში)

პ.ს. ესაა https://www.facebook.com/sseagalofficial სტივენ სიგალის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი. აბა, ქართველნო, შევესიეთ!!!