"ლამაზუნააააააა!" – გოჩა თანდარაშვილი ლაიქებზე, სელფშუტებზე და თინა მახარაძეზე - კვირის პალიტრა

"ლამაზუნააააააა!" – გოჩა თანდარაშვილი ლაიქებზე, სელფშუტებზე და თინა მახარაძეზე

"ფეისბუქი" უკვე ცხოვრების ნაწილად იქცა. ზოგი ექიმი პაციენტი მედიკამენტს დღეში სამჯერ არა ჭამის შემდეგ, არამედ "ფეისბუქში" შესვლამდე უწერს. "ფეიბუქზე" ძალიან გავრცელებულია მანდილოსნების ტუჩებგამობერილი სურათები, რატომ იღებენ ასეთ სურათებს, სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი იუმორისტ გოჩა თანდარაშვილთან, რომელმაც ახლახანს სწორედ მსგავსი ფოტო გამოფინა საკუთარ ფეისბუქზე:

- ზოგს ალბათ მოსწონს, შესაძლოა ვიღაცას მოუხდა კიდეც და მერე სხვებმაც მიბაძეს. ალბათ ჰგონიათ, რომ უფრო სექსუალურები ჩანან (არადა, ზოგი მართლაცაა), მაგრამ უმეტესობას ნაძალადევი სექსუალობა გამოსდის. სხვათაშორის, კომენტარები რომ წაიკითხოთ, წახალისებას აქვს ადგილი. უწერენ ერთმანეთს: "ძაან ლამაზი ხარ!" "ლამაზუნააააააა", და სხვ. მერე ისინიც თამამდებიან და უფრო და უფრო წინ ბზეკავენ ტუჩებს.

- ფეისბუქზე ხშირად ვნახულობთ, რომ ვიღაცას მონიშნული აქვს თუ სად სადილობს, სად იმყოფება იმ მომენტში და სხვ...

- "ფეისბუქი" არის დღევანდელი ცხოვრების აქტიური ნაწილი და თუ ამ "ფეისბუქს" აქვს ფუნქცია, რომ შეგიძლია მონიშნო თუ სად ხარ, ამაში არაფერია ცუდი, მაგრამ ხშირად ეს მომაბეზრებელი ხდება (მაგ. როცა წერ, რომ შენი მეზობლის ბიცოლასთან ხარ და ამას აკეთებ დღეში ასჯერ) და ხშირადაც სამარიაჟოდ წერენ ამას. ეს ისეთივე ფუნქციაა, როგოც ფოტოს განთავსება. სხვათაშორის, "დაჩექინება" ძალიან კარგიცაა, როცა გეძებენ და ტელეფონი არ გაქვს, იოლად გიპოვნიან, რადგან ეცოდინებათ სად ჭამ ხინკალს.

- ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს "ლაიქებს"....

- მერე დაწერეთ, ვესაუბრეთ "ფეისბუქ" ექსპერტს გოჩა თანდარაშვილს... ხო, რაც შეეხება ლაიქებს. ზოგადად, როცა რაღაცას წერ, თუ სურათს ტვირთავ, ბუნებრივია, გსიამოვნებს, რომ ვიღაცას მოსწონს, მაგრამ არასოდეს არ მიჩალიჩია, რომ სურათზე ლაიქები ასამდე ამეყვანა. როგორც ჩანს ვინც ამას ცდილობს, ეპრესტიჟულება ბევრი მოწონება, მაგრამ როცა გამარჯობის გარეშე შემოგივარდებიან და გეხვეწებიან "დალაიქებას" ან კომენტარს, ეგ უკვე მარაზმია. უფრო საშინელებაა, როდესაც სხვა პროფილებს ქმნიან და საკუთარ თავს უწერენ კომენტარებს. ეს უკვე კომპლექსია, ალბათ ფიქრობენ, რომ თვითდამკვიდრების საშუალებაა, ფიქრობენ, რომ კომენტარში დაწერილი "ვაიმე, რა სიცოცხლე ხააააარ" (ა-ების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება) ამაღლებს მათ პრესტიჟს და ბოლოს თვითონაც სჯერათ, რომ მართლაც ულამაზესები არიან. ისე, ზოგს ისეთი სურათი უდევს, რომ მარჯვენა უნდა გაგიხმეს, რამე დაუწერო და სხვა რა გზას უნდა მიმართონ?!

- გოჩა, ბოლო დღეებია უკრაინის მოვლენები გადაჩრდილა იმან, რომ თურმე თინა მახარაძისთვის მისაღები ყოფილა ორალური სექსი... როგორ ფიქრობ, ნორმალურია საზოგადოება, რომელიც ამას აქტიურად განიხილავს?

- ამ გოგოს არ აქვს პრობლემა ორალურ სექსთან ან რატომ უნდა ჰქონდეს? ესაა სექსის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ბევრს მოსწონს. მათგან, ვინც ამ გოგოს აქილიკებენ და ლანძღავენ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს თუ არ ჰქონია ორალური სექსი, უოცნებია მაინც, ჰქონოდა. სხვა თემაა ამ სურვილის საჯაროდ გამოტანა. ახლა გამოჩნდებიან ისინი, ვინც ამას მხარს უჭერენ და ისინი, ვინც ამაში ერის გადაგვარებას ხედავენ. ზოგადად, სექსუალური განათლების დონეა დაბალი და სწორედ ამიტომ გამოიწვია ამ თემამ ამხელა აჟიოტაჟი, თორემ ამაში არაფერია განსაკუთრებული. ჯობია, რომ პორნოფილმებში სხვის მიერ გაკეთებულის ყურებას, რამე წაიკითხონ და პრაქტიკაში გამოსცადონ და მიხვდებიან, რომ არაფერი ცუდი თინა მახარაძეს არ უთქვამს, პირიქით ძალიან სასიამოვნო თემაზე ისაუბრა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)