ყველაზე დიდი ცათამბჯენი - კვირის პალიტრა

ყველაზე დიდი ცათამბჯენი

დუბაიში ყველაზე დიდი ცათამბჯენი ააგეს. მის ფონზე ყველა სხვა შენობა ნამცეცა მოჩანს.

"ბურჯ-დუბაი",- ასე უწოდეს არაბებმა 162-სართულიან შენობას, რომლის სიმაღლე 818 მეტრია და მას ექვსი წელი აშენებდნენ. "ბურჯი" თურმე არაბულად კოშკს ნიშნავს და თითქმის ორჯერ აღემატება ნიუ-იორკის ცათამბჯენს - ემპაიერ-სტეიტ-ბილდინგს, 300 მეტრით მაღალია ტაივანის ცათამბჯენზე, რომელიც აქამდე მსოფლიოში ყველაზე დიდად ითვლებოდა.

 

"ბურჯ-დუბაი" თანამედროვე დიზაინით არის აგებული, არქიტექტურა კი ისლამურ ტრადიციებს შეესაბამება. შენობის მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებულია ლუქსის კლასის საცხოვრებელი ბინები, ოფისები და რამდენიმე თვეში აქ სასტუმროც მოეწყობა. შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ცათამბჯენი სეისმომედეგია და ძლიერი ქარის დროსაც კი არ შეირხევაო.