მე მიყვარს, მას კი...
მოკლედ, სიყვარულს გვერდი ისევ ვერ ავუარეთ, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა თინეიჯერებისათვის. ამიტომაც წერილებში, ძირითადად,
სიყვარულზე წერენ:
,,ჩემს კლასში ყველას ჰყავს "პაკლო", მე კი ყურადღებას არავინ მაქცევს. გთხოვთ, რამე მირჩიოთ. მეშინია, რომელიმე ჩემმა კლასელმა არ დამცინოს.
თაკო საჯაია, ბათუმი".
,,გამარჯობა. გოგონებო, თქვენი დახმარება მჭირდება. მირჩიეთ რამე. კლასელი ბიჭი შემიყვარდა და მგონი, ჩემს დაქალსაც მოსწონს. ვერავის ვუმხელ და ძალიან ცუდად ვარ... რა ვქნა? მირჩიეთ.
მარი, გურია".
,,გამარჯობა! გოგონებო, თქვენი და საერთოდ, ,,კვირის–პალიტრის" მუდმივი მკითხველი ვარ და ძალიან მიყვარხართ! ეს ამბავი ახლახან მოხდა, როდესაც ბებიასთან, სოფელში ვისვენებდი... მას ტატო ჰქვია, ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, სხვა უყვარს, ის გოგო კი სიყვარულით არ პასუხობს, მხოლოდ მეგობრად მიაჩნია. ტატო კი საშინლად იტანჯებოდა და შესაბამისად, მეც... ამ ყველაფერს ვეღარ გავუძელი და სოფლიდან მალე წამოვედი. არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ ასეც ხდება. თუმც ჩემი სიყვარული ცალმხრივია. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე.
სალი, 14 წლის".
,,მინდა ჩემს პრობლემაზე მოგიყვეთ და იმედი მაქვს, რამეს მირჩევთ. მე იზაბელა ვარ, 15 წლის, ოზურგეთელი. ერთი საჩხერელი ბიჭი მიყვარს და მასაც ვუყვარვარ (როგორც მეუბნება). ჩემთანაც მოვიდა და ბიძაჩემსა და ბიცოლაჩემს გაეცნო. ბიძაჩემს უთხრა, იზაბელა მიყვარსო. არ ვიცი, დავუჯერო თუ არა. მგონია, რომ ამ ბოლო დროს თავს მარიდებს, ის კი მეუბნება, გეჩვენებაო... პრობლემა ის არის, რომ ბევრ გოგოს უყვარს. მირჩიეთ რამე, გთხოვთ".