”ვინც ჩემზე და ჩემს მეგობრებზე უსამართლოდ საუბრობდა, თუ ნამუსი აქვთ, ბოდიში უნდა მოიხადონ!"
"ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაზე კვლავ დიდი ხმაურია. ხელისუფლება ცდილობს ნებისმიერ ფასად და მეთოდებით "დაამტკიცოს" ის, რაშიც წლებია, ხალხის დარწმუნებას ცდილობდნენ. რამდენი ბინძური ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, მათ მოუწევთ ხალხს გამოძიების საბოლოო შედეგები გააცნონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიება რაღაცას შეთითხნის, ნახევარ სიმართლეს იტყვის თუ (მით უმეტეს) სრულ სიმართლეს, იმათ, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ჩემსა და ჩემს მეგობრებზე უსამართლოდ და უსაფუძვლოდ საუბრობდა, თუ ნამუსი აქვთ, ბოდიში უნდა მოიხადონ!", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დეპუტატი გია ბარამიძე