IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ხშირად "კვირის პალიტრას" კითხულობს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ხშირად გაზეთ "კვირის პალიტრას" კითხულობს.
კითხვაზე, რომელ ქართულ გაზეთს კითხულობთ რეგულარულად, გაზეთი "კვირის პალიტრა" გამოკითხულთა 16%-მა დაასახელა; მეორე ადგილზე - 9%-ით "ასავალ-დასავალია"; 2-2 % აქვთ "ალიას", "ქრონიკასა" და "რეზონანსს.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.