"მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება” - დირიჟორი გელა ფარჩუკიძე თეონა კონტრიძეზე - კვირის პალიტრა

"მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება” - დირიჟორი გელა ფარჩუკიძე თეონა კონტრიძეზე

ეს ქალბატონი (და ალბათ თავადაც დედა..) ლაპარაკობს "ქართლის დედის ფალოსზე??? გიხაროდეს საქართველოვ - შენ უკვე შექმენი "დემოკრატიული" საზოგადოება...."

"მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება”

" შეიძლება შენობით სიწმინდეები მოიხსენიო?! პატრიარქს ესაუბრო შენობით? დედას ესაუბრო ქუჩური ტერმინებით?"

”და აი, ეს ქალბატონი (და ალბათ თავადაც დედა..) ლაპარაკობს ქართლის დედის "ფალოსზე"....გიხაროდეს საქართველოვ - შენ უკვე შექმენი "დემოკრატიული" საზოგადოება...”- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ცნობილი დირიჟორი გელა ფარჩუკიძე... თეონა კონტრიძის ფრაზამ - ”ქართლის დედას დიდი ხანია ფალოსი აქვს”, დირიჟორის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია... ”ქართველისთვის ყველაზე დიდი სიწმინდე და მადლი დედაა და თუ მაგ უტვინო ქალმა ეგ თუ არ იცის, მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება”... - აცხადებს ფარჩუკიძე...

გელა ფარჩუკიძე, დირიჟორი:

- მე მხოლოდ იმაზე ვაკეთებ კომენტარს, რაც მოვისმინე.. იცით რა, ეს არ არის თავისუფლების გამოხატვა. არის რაღაც სიწმინდეები და თემები, რომელსაც არ ეხებიან ყველაზე თამამი პიროვნებებიც კი.. შეიძლება შენობით სიწმინდეები მოიხსენიო?! პატრიარქს ესაუბრო შენობით? დედას ესაუბრო ქუჩური ტერმინებით და ამ ვითომ პიკანტური გამოხტომებით შენი ადგილი იპოვო ცისქვეშეთში?! ეს უმსგავსობაა, თორემ შეძლებით ყველაფერი შეიძლება... ჯერ ქალზე როგორ უნდა ილაპარაკო ფალოსი აქვსო - თუ ნორმალური ხარ... მით უფრო, ის არის - ქართლის, ანუ საქართველოს დედა! ვის ფალოსზეც უნდა იმაზე ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს და მის სიწმინდეებს თავი დაანებოს! ნუ ჰგონია, რომ საქართველოში აქვს უფლება, ასეთი მენტორული და უმსგავსო ტონით ელაპარაკოს ჩვენს ქვეყანას! ეს არის აღვირახსნილი ადამიანის აღვირახსნილი ნათქვამი! ეს არ არის თავისუფალი ხელოვანის მიერ თავისი აზრის გამოხატვის ფორმა, არამედ გახლავთ უზნეოდ ნათქვამი - უზნეოსგან. მე მის არც ოჯახიშვილობას ვეხები, არც პატიოსნებას და არც ღირებულებებს, მაგრამ არაფრით არ შემიძლია ვინმესგან ეს ნათქვამი მოვითმინო!

- ასეთი ტიპის ფრაზები ადრეც არაერთხელ გაჟღერებულა ცნობადი სახეების მხრიდან...

- ზუსტადაც! რამე განსხვავებული კი არ უთქვამს ზურაბ ჭიაბერაშვილს, ქალაქის მერად რომ ეგდო მაშინ. თეონა კონტრიძემ კიდევ რაღაც ეშხი მისცა თითქოს მის ნათქვამს. მე, როგორც მუსიკოსი, ვიყავი კონტრიძის ნიჭის თაყვანისმცემელი, ძალზე ნიჭიერი ქალია, მაგრამ იმ რანგის ნამდვილად არ გახლავთ, ერისთვის ასეთი სიტყვების კადრების უფლება ჰქონდეს. არაფერი არ გაუკეთებია იმის ფასი, ქვეყანას ასე აგდებულად ექცეოდეს.. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქართველს, რომელსაც ამდენის თქმის უფლება ექნება! ილია, აკაკი და ვაჟა ვერ იტყოდა მაგ სიტყვებს.. იტყვიან – ყუბანეიშვილები და ეგეთები.. ქართლის დედა ზოგადად არის ქართველი ქალის პატივისცემის სიმბოლო. სიმბოლო, რომელიც ყველას ნაცვლად დაუხვდება სტუმარს თასით ხელში.. ასეთ სიმბოლოზე არ უნდა თქვა, ფალოსი აქვსო, არანორმალური თუ არ ხარ! ბოლო-ბოლო თავად რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, როცა მთელი ცხოვრება პარტიული რუსეთისთვის იბრძვი! ქართველისთვის ყველაზე დიდი სიწმინდე და მადლი დედაა და თუ მაგ ქალმა ამდენი არ იცის, მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება...

თუმცა, არც გადაცემაა ჩემთვის მხატვრული ღირებულებების მატარებელი და არც ეგ ქალი! ვინ არის თეონა კონტრიძე, საქართველოში ჩამოდის და ამდენს მიბედავს!? იგივეს იტყოდა რუსეთში მიჩნეულ სიწმინდეებზე?! კარგ ჩიტს დაიჭერდა! რა არის, რა მოდაში შემოვიდა საქართველოში დედის აუგად მოხსენიება! - დედაზე ერექცია მაქვსო ,ვიღაც ლაწირაკი წერდა... რა ჯანდაბამ გადაგაგვარათ?! ახლა თურმე 70 წლის დამპალ, გადახრჩუებულ ბებერს თუ 11 წლის გოგონა შეუყვარდა, ეს ამაღლებული სიყვარულიაო... სად ჯანდაბაში მივყავართ ამ ადამიანებს?! არიქა, არ ჩამორჩეს თეონა კონტრიძე თავის დეგენერატობით მსოფლიო მარაზმს! მე ვარ პრიმიტიული ქართველი, რომელსაც სჯერა, რომ დედას ”შე ჩემა” არ უნდა უთხრა, ქართლის დედას არ უნდა აკადრო ფალოსი, არ უნდა ესაუბრო უხამსად შეყვარებულს, ცოლს, დას! არსებობს სიწმინდეები, რომელთა გადაბიჯებაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის!

მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მომღერალმა თეონა კონტრიძემაც ისურვა:

თეონა კონტრიძე:

"ვინც აგრესიის ხასიათზეა იყოს! მე მგონი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებიდან გამომდინარე არ ღირს დასკვნების გაკეთება.. მე იმხელა იმუნიტეტი მაქვს ლანძღვის წინააღმდეგ, ვერც წარმოიდგენთ... მართლა არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემზე ერთეულები. დარწმუნებული ვარ, არსებობს ხალხი, ვისაც იზიდავს ჩემი პერსონა, როგორც პიროვნულ, ისე მუსიკალურ ასპექტში... და თუ ჩემი თაყვანისმცემლები სულ 5 ადამიანია საქართველოში, აი, იმ ხუთი ადამიანისთვის ვიმღერებ!" -განაცხადა მომღერალმა გელა ფარჩუკიძის კრიტიკის საპასუხოდ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)