ზურაბ ჯაფარიძე: "ბავშვი ძუძუზე უნდა იყოს 41 წლამდე"
"გუშინ პირველი მოსმენით მიიღეს ცვლილება კანონში, რომლითაც 6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანა იკრძალება. დღეს გამოდის მეორე მოსმენით:
1. ჯერ ვერ გავიტანეთ, რომ მშობლისთვის დაგვეტოვებინა არჩევანის უფლება
2. მერე ვერ გავიტანეთ, რომ იმ ბავშვებისთვის მაინც დადგენილიყო გამონაკლისი, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ მომავალი წლის 1 იანვრამდე
3. დღეს სერგო რატიანი უხსნიდა, სასწავლო წელი სხვადასხვა დროს იწყება, ერთ წელს შეიძლება 1 სექტემბერს დაიწყოს, მეორე წელს - 20 სექტემბერს. ამიტომ იქნებ იმ ბავშვებისთვის მაინც დაუშვათ გამონაკლისი, რომლებსაც 6 წელი სექტემბერში უსრულდებათო
არაო, თავს იკლავენ
პ.ს. რატომღაც მახსენდება "ბავშვი ძუძუზე უნდა იყოს 41 წლამდე" - წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიზე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.