"ავი სულების განდევნა"
მსოფლიოში მრავალი უცნაური საახალწლო ტრადიცია არსებობს: იტალიაში ტელევიზორებს ყრიან ფანჯრიდან, ზოგ ქვეყანაში გამვლელებს ასხამენ
წყალს... მაგრამ ჰოლანდიის ქალაქ ზევენჰუნცელში დამკვიდრებული საახალწლო ტრადიცია, ალბათ, ყველაზე უცნაურია: "ავი სულების განსადევნად" ლითონის ბიდონებში კარბიდს აფეთქებენ და ბიდონების "გაფრენილ" სახურავებს - "ავ სულებს" საარტილერიო ჭურვებივით უშენენ...