”მშიერი მაინც აღარ იქნება...” - 10 ძროხაზე გაცვლილი ქალიშვილის ამბავი
"15 წლის არც ვიყავი, როდესაც მომიტაცეს... ქმარს დღემდე ვერ შევეგუე"
"მის ”მძიმე” ხასიათს, მბრძანებლურ ტონს ვერ ვეგუები და დღემდე მასთან განშორებაზე ვფიქრობ."
"ორი კვირის გათხოვილმა, პურის საჭრელი დანით მოკლა მოძალადე ქმარი. არადა, ეგონა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ..."
საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის 2013 წლის ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია ადრეული ქორწინება, რომელიც ძირითადად, მშობლებს შორის გარიგების დადების შემდეგ ან მოტაცების გზით ხდება. სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია მაგალითი, როცა ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 16 წლის გოგონას მამა აპირებდა, შვილი 45 წლის მამაკაცზე, 10 ძროხის სანაცვლოდ მიეთხოვებინა. გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა..
2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება. სკოლის მიტოვების მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ნაადრევი ქორწინება ან მატერიალური პრობლემებია. ერთ-ერთი გოგონა ჰყვება: ”ჩემი მეგობარი ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდა, საჭმლის საშოვნელად გარეთ უწევდა სიარული. გათხოვდა და იცის, რომ მომავალი გარანტირებული აქვს, მშიერი მაინც აღარ იქნება”...
მოტაცებით ან ანგარებით გათხოვილი ქალების მაგალითი არა მარტო აზერბაიჯანელებში, არმაედ ქართველებშიც მრავლად არის და ამას ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიც ადასტურებს.
ნინო, 30 წლის:
- 15 წლის არც ვიყავი, როდესაც მომიტაცეს. ერთი შვილი მყავს, რომელიც მთელ ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ ქმარს დღემდე ვერ შევეგუე. 15 წელია, ერთად ვართ. ხშირად ვკამათობთ, რადგან მის ”მძიმე” ხასიათს, მბრძანებლურ ტონს ვერ ვეგუები და დღემდე მასთან განშორებაზე ვფიქრობ. სხვათა შორის, ორი წლით უცხოეთში იყო წასული, ფულს გვიგზავნიდა, მე და ჩემი შვილი კი მშვიდად ვცხოვრობდით და ის წლები ძალიან კარგად მახსენდება.
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.