ქალები რომ არ ყოფილიყვნენ...
ღმერთმა ნუ ქნას და, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ქვეყანაზე მარტო კაცები რომ ვიყოთ, რა მოხდებოდა... ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, თუმცა, თუ ძალიან მოვინდომებთ, მამაკაცები რამე კარგს აქაც ვიპოვით...
მაშ ასე, რა მოხდებოდა, ქვეყანაზე ქალები რომ არ იყვნენ:
,,სტენკას" სახლში იქ დადგამდი, სადაც მოგინდებოდა.
გერმანია ,,მაპს" მოგვცემდა.
80%-ით შემცირდებოდა "ბამბანერკის" და შამპანურის წარმოება.
თბილისის ცირკს ექნებოდა მხოლოდ ცირკის ფუნქცია.
პარლამენტის დეპუტატობის ასაკი 21 წლამდე არ შემცირდებოდა.
გამოთქმას: "არ არსებობს" მხოლოდ ათეისტები გამოიყენებდნენ.
თბილისში არ იქნებოდა საცობები.
სიტყვას - ,,დაკერვა" - მხოლოდ ტანსაცმელთან დაკავშირებით გამოვიყენებდით.
პარასკევს, საღამოს ათზე, ,,იმედზე"” მშვიდი გადაცემა გავიდოდა.
ამ გვერდის ავტორებს ხელფასი დღესაც ჯიბეში ექნებოდათ.