”სიტყვა ქალბატონები ამათთან უადგილოა, ასე გამოათაყვანა სერიალებმა საქართველო” - კვირის პალიტრა

”სიტყვა ქალბატონები ამათთან უადგილოა, ასე გამოათაყვანა სერიალებმა საქართველო”

”ჯერ ერთი - სიტყვა - "ქალბატონები" - ამათთან უადგილოა... ასე გამოათაყვანა სერიალებმა საქართველო... ბრაიზას რომ მუხლები უკოცნეს პამპერსები რომ ჩამოიტანა ომის დღეებში,ისიც ამ "მიუზიკლიდანაა"... არ მინდა,ის სიტყვა ვიხმარო,რაც ამათ შეესაბამება... საცოდავები... ახლა ის დროა,აღარაფერზე აღარ უნდა დახუჭოს თვალი ქართველმა... ცხოვრების წესად უნდათ რომ გვიქციონ "სავაშ-მავაშები".. ნუ გავუტარებთ... ნუღარაფერს ნუღა გავუტარებთ,რაც ქართულში არ ჯდება... იმ ქართულში,რაც ჩვენია... დედაჩემი 75 წლისაა და სერიალებისკენ არ იხედება,სად სცალია... ეკლესია,სამშობლო,შვილიშვილები... ქალები ვიცი,დილიდან რომ დაჯდებიან ტელევიზორებთან,სერიალებს არ უშვებენ... უბრალოდ,მოცლილები არიან საწყლები... და ვერ ხვდებიან,თუ რა დონეზე არიან დაცემულები... გული მტკივა,რომ იმ სავაშს ეს წარმოდგენა უნდა გაყვეს ქართველ ქალზე... ის მაინც იცოდეს,რომ მისი წინაპრების ძალადობაზე ქართველი ქალი სიკვდილს არჩევდა და ღირსებას არ ათელინებდა...” - წერს ჟურნალისტი ზვიად სეხნიაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე.