ლევან ვასაძე: "ამ კანონს თუ მიიღებენ, კინწისკვრით გამოყრის ამ პარლამენტს გარეთ ხალხი" - კვირის პალიტრა

ლევან ვასაძე: "ამ კანონს თუ მიიღებენ, კინწისკვრით გამოყრის ამ პარლამენტს გარეთ ხალხი"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს აკრიტიკებს და პარლამენტის მიერ მისი მიღების შემთხვევაში საზოგადოებაში მასობრივი პროტესტის გაჩენას არ გამორიცხავს:

"საერთოდ, მე ვხედავ ტენდენციას, ქართულ ტელევიზიებში დაიხატოს ასეთი სურათი, რომ არის შავოსანი სამღვდელოება, რომელიც ამ კანონის წინააღმდეგია და არის განათლებული, ინტელექტუალი დეპუტატები და მოქალაქეები, რომლებიც ამ კანონს უჭერენ მხარს. რაც არ უნდა გაგვაჩუმოთ, თქვენ მაინც ვერ დამალავთ იმას, რომ მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას ეს კანონი არ უნდა. უმრავლესობას, რომელიც ზის პარლამენტში, მიღებული აქვს ზემოდან ბრძანება, რომ მიიღოს ეს კანონი. მე დღეს მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის ნოტაცია, იმაზე რა არის თურმე ნამდვილი ქრისტიანობა. თურმე მან გაგვყო ორ კატეგორიად: რომ ვართ პრიმიტიული ბნელები, რომლებიც ვერ ვკითხულობთ კანონებს და შეცდომაში შეგვიყვანეს და მეორე კატეგორიაა თურმე ყოფილი მიშისტები. ვინც ამას აკეთებთ პოლიტიკური მიზნებისთვის, მინდა მოგილოცოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს თურმე მიაჩნია, რომ პატრიარქმა არ იცის ნამდვილი ქრისტიანობა რა არის და მან კი იცის.

***

ამ დანგრეულ, მორალურ-დემოგრაფიულ-ტერიტორიულ პრობლემებიან ქვეყანას ესღა აკლია. ხალხმა არ იცის. ხალხს ჰგონია, იმ პარლამენტში რაღაცა კანონს იღებენ. რა ჩემი საქმეაო, მაგრამ მე მინდა ხალხს ვუთხრა რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, ხვალ შეიძლება ვარდისფერ კალგოტკიანი კაცი მოვიდეს და თქვას, მეც მიმიღეთ მასწავლებლადო. მოვა ვინმე პერვერტი, თქვენი ბავშვების საჯარო სკოლაში და იტყვის მიმიღეთო, ვერ მიიღებენ და ის იტყვის, რომ ხდება მისი დისკრიმინაცია, მოდი, დავხუროთ ეს სკოლა. უმცირესობების გაიგივება პერვერტების უმცირესობებთან არის დასავლური აგრესიული ლიბერალიზმის უახლესი ფანდი. ააწებეს და აკიდეს თურმე კანის ფერი, რელიგიური, ნაციონალური და პლუს ესეც, ეს აბსოლიტური სისულელეა. არცერთ ამ კატეგორიას ადამიანი არ ირჩევს. რა განსხვავებაა ადამიანი თეთრია, შავია, წითელკანიანია, მაჰმადიანია, ქრისტიანია, ქართველია, სომეხია, რელიგიასაც კი არ ირჩევს ადამიანი. მშობლები ზრდიან იმ რელიგიაში და მორჩა. ეს არის ცოდვის შეგნებული არჩევანი. გამოდის თეა წულუკიანი და ამბობს, ეს არ არის შვილის არჩევის და ქორწინების დაკანონებაო. ეგღა გვაკლია. მაგ ჩოქბჯენში რომ გადაიყვანონ საზოგადოება, სახვეწარი ისღა ჰქონდეს, რომ ვაიმე ახლა ქორწინებას ნუ დაგვიკანონებთო. იქვე წაგებული ხარ. მე მგონია, ამ კანონს თუ მიიღებენ, კინწისკვრით გამოყრის ამ პარლამენტს გარეთ ხალხი"

იხ. ვიდეო