"ნუ ეხუმრებით მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებას!" - რას ქადაგებდა მამა გაბრიელი სექსუალურ უმცირესობაზე
"თუ მიიღეს უზნეობის წამახალისებელი, ანტიქრისტიანული კანონი, სასჯელი მთელს ერს დაატყდება თავზე. ნუ ეხუმრებით ღირსი მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებებს, ყველა მისი ნათქვამი სიტყვა სახეზეა და ბევრი მოვლენა წინ გველოდება. ის ვინც თავისი დროის წმინდანს პატივს არა სცემს, წარსულის წმინდანები ასეთი ადამიანის ლოცვას არ შეისმენენ. ნახევარი ჯოჯოხეთი მიწაზეა ამოსულიო - ამბობდა მამა გაბრიელი. ადამიანები ვეღარც ამჩნევენ, თუ როგორ ეუფლება მათ გონებასა და სხეულს ბოროტი სული. საკუთარი დედის გინების ცოდვაც ამაზე მეტყველებს. მომრავლდნენ ეშმაკეულნი, რადგან მათმა დედებმა აბორტით მოაკვდინეს მათი და-ძმა და ეშმაკი ცოცხალი შვილების ბაგეებით უტიფრად აგინებს მკვლელ დედებს. უფალო შეგვიწყალენ"... - ეს სიტყვები "მონანიების" მთავარმა გმირმა - დავით გიორგობიანმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა... (მსახიობმა წმინდა გაბრიელი 29 წლის წინ გაიცნო და წლების განმავლობაში მასთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა)
ამჯერად მსახიობი მოსკოვში იმყოფება და ქართველ ხალხს და ხელისუფლებას ჩვენი საიტის მეშვეობით მიმართა...
- მამა გაბრიელმა უკვე ყველაფერი წინდაწინ თქვა, ჩვენ მხოლოდ გვევალება წავიკითხოთ, ვიცოდეთ, გავითავისოდ და გავაანალიზოთ უდიდესი წმინდა მამის და აღმსარებელის, არქიმანდრიტ გაბრიელ სალოსის ნაანდერძევი სიბრძნე.
შევეცდები მისი ნათქვამის პერიფრაზები გავაკეთო და ერმა კი მასზე დაწერილ წიგნებში ამოიკითხოს მისი წინასწარმეტყველებანი. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს სიყვარული გადაარჩენს და არ არის სხვა რამ ძალა ჩვენი მშველელი და გადამრჩენელი, გარდა სიყვარულისა. დღევანდელ ხელისუფლებაში კი არა სჩანან სარწმუნოებრივად ღრმად განსწავლული, ღვთის მოყვარული და აღმსარებელი ადამიანები და ამიტომ მათ მიერ მიღებული კანონები შეიძლება ღვთის საწინააღმდეგოც აღმოჩნდეს, თუნდაც უნებურად. ჩვენი ვალია მათ ავუხსნათ და მოვუწოდოთ, ყურადღება მიაპყრონ ეკლესიის ხმას, თუ თვლიან თავს მის წევრებად.… ქართველმა ერმა მე ვერ გამიგოო - ბრძანა მამა გაბრიელმა და ამიტომ გაიყვანა მისი სული უფალმა ადრე, 66 წლის ასაკში. იქნებ შევეცადოთ, ახლა მაინც გავუგოთ ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე განღმრთობილ წმინდანს...…
აი რა დაიბარა მამა გაბრიელმა - რომ გარდავიცვლები, ცოტას გაიგებთ ჩემს შესახებ.…საქართველო სულ დაიშლება. მაგრამ ღმერთმა რომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, რომელიმე ნეკნი აკლდა? ასევე აღსდგება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. როდესაც ყველას ეგონება რომ მორჩა, დაიღუპა და აღარაფერი ეშველება საქართველოს, მაშინ მოვა მისი ხსნა. ასე რომ, ვინც საქართველოს დაშლაში, დაღუპვასა და გახრწნაში მიიღებს მონაწილეობას, ისინი ვერ აღდგებიან ლაზარე-საქართველოსთან ერთად! ვინც ამ ახალ კანონს მიიღებს და ერს დაუკანონებს, ვერასდროს ეღირსება უფლის წყალობას!
თუ ვინმე მომავალში აპირებს სინანულს, სჯობს ახლავე შეინანოს მცდარი გადაწყვეტილება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომ მერე მისთვის გვიანი არ აღმოჩნდეს, რადგან გარყვნილების და უზნეობის დაკანონება არის იმ იშვიათ ცოდვათაგანი, რომელიც მყისიერად მოითხოვს ღმერთისგან შურისძიებას. არ შეგეშალოთ, ის რაც სხვა ქვეყნებში დროში ყოვნდება მათი ურწმუნოების და უგუნურობის გამო, ჩვენს ღვთივრჩეულ და ღვთისმშობლის წილხვედრ ერში, ღვთისაგან მყისიერი სასჯელით დაგვირგვინდება და თან დაისჯება მთელი ერი, თუკი მივეცით მათ საშუალება ამ კანონის დაკანონებისა!
ვისაც რწმენა შეგრჩენიათ მთავრობასა და პარლამენტში, ხელისუფლებასა და ერში, ეკლესიის თავის, იესო ქრისტეს სახელით, გევედრებით ნუ დაატეხავთ საქართველოს ღვთის რისხვას!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)