წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
გთავაზობთ დიეტოლოგების რჩევებს:
- ყავას ნაღების, რძისა და შაქრის ნაცვლად დაამატეთ ჯავზი ან დარიჩინი.
- არ მიირთვათ ლორიანი და ყველიანი ომლეტი, სჯობს მოამზადოთ ისპანახით, ხახვით, მწვანილით, სოკოთი.
- შვრია პატარა ფინჯნით მიირთვით და არა დიდით.
- ნატურალური წვენი გააზავეთ წყლით (1:3).
- თევზი შეწვით თავის ცხიმში, უმჯობესია, ორთქლზე მოამზადოთ.
- ყოველთვის დატოვეთ თეფშზე 3-4 კოვზი საჭმელი.
- სალათები შეაზავეთ არა მაიონეზით, არამედ ძმრითა და ზეითუნის ზეთით.
- ტკბილი სასმელები, ხილი და ალკოჰოლი შეცვალეთ დაბალკალორიული ნატურალური ღვინითა და ღია ფერის ლუდით.
- შეჭამეთ დღეში მხოლოდ 2 პატარა ნატეხი შოკოლადი.
- ჭიქაში ჩაყარეთ ყინულის ნატეხები, შემდეგ დაამატეთ გაზიანი მინერალური წყალი და ისე დალიეთ.
- ტორტის ჭამა დაიწყეთ ბისკვიტით, რადგან კრემი ძალიან ცხიმიანია და ჯობს თეფშზე დატოვოთ.
- მიირთვით მხოლოდ ხილის ნაყინი.
დობრიე სოვეტი