"დედა და დები მეძავები არიან, მამა ციხეშია..." - მოძალადეების მსხვერპლად ქცეული პატარა ბიჭის აღსარება
" ვუთხარი, ჩემი და სახლში არ არის-მეთქი. მიპასუხა, - არა უშავს, შენც გამოდგები იმისთვის, რის გამოც მოვედიო."
"სასჯელი დამიმძიმეს: უბნის ყველა პატარა ბიჭს შენთან დავავაჟკაცებთო, რაც აასრულეს კიდეც"
"ნაცვლად დახმარებისა, გარეწარმა მოხუცმაც სცადა საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილება"
ამ ინტერვიუს რესპოდენტმა მთხოვა, იქნებ "ფეისბუკის" მეშვეობით ჩამწეროთ, მაგრამ დამპირდით, რომ ჩემი გვერდიდან ფოტოს არ აიღებთო. მართალია, შევპირდი, მაგრამ ეტყობა, მაინც არ მენდო და როგორც ჩანს, სახელდახელოდ შექმნა გვერდი, ლორდეს სახელით და "მეგობრობა" გამომიგზავნა. მისი ამბავი, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი მომეჩვენა, მაგრამ ვალდებული ვიყავი, ყველაფერი ბოლომდე ჩამეკითხა. შემდეგ კითხვებიც გავუგზავნე; პასუხებმა კიდევ უფრო მეტად შემაძრწუნა. როგორც ამბობს, ბავშვობიდანვე მოუხდა ჯოჯოხეთის გამოვლა. მისი დედა და დები მეძაობით ირჩენენ თავს, თავად კი ერთ-ერთი დის "მეგობრის" მსხვერპლად იქცა... ახლა ფიქრობს, რომ არის არსება, რომელიც არავის სჭირდება. თუმცა, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას მაინც აგრძელებს, ამისთვის კი იცის, რომ ბევრი რამ უნდა ისწავლოს.
- ბავშვობიდან "სხვანაირად" ვიზრდებოდი ანუ მშობლების "ომისა" და ნაქირავებიდან ნაქირავებ ბინაში ბოდიალის ფონზე. მკაცრად მზრდიდნენ. დედაჩემის თვალების ბრიალი ცემის ტოლფასი იყო. ოდესღაც შეძლებული ოჯახი დაინგრა და მოხარშულ ბრინჯზე გადავედით. მამა წავიდა და დავრჩი 8 წლის ბიჭი მარტო, სამ ქალთან ერთად. ჰოდა, სახლი "გაქალურდა" თითქოს: დები და დედა ისე იქცეოდნენ, თითქოს იქ არ ვცხოვრობდი... შემდეგ ამ უბედურებას დაემატა დედაჩემის მამაკაცების არმია და ახალი პროფესია - ქუჩიდან მოყვანილი კაცების მომსახურება. თითო წინააღმდეგობასა და უკმაყოფილო სახეს ახალი "მეგობრების" სტუმრობისას, ჩემს სხეულზე ახალი ჩალურჯება მოსდევდა. იცით, ასეთი რამ უამრავჯერ მოხდა... ჩემს დებს "აფიორას" თამაში შეეძლოთ, თითქოს უახლოვდებოდნენ კიდეც'სტუმრებს, მე კი ძლიერ მრცხვენოდა იმის, რომ დედა მეძავი გახდა და მიჭირდა, მის ყოველ ახალ "კლიენტს" ღიმილით დავხვედროდი. მეზიზღებოდა ყველა მათგანი, რაც დიდ პრობლემას მიქმნიდა სახლში. დღესაც მახსოვს ჩემი დის სიტყვები: შენგან კაცი არ გამოვა! დედა ბოზობს, საყვარლების არმია ჰყავს და ხმასაც არ იღებო. იმავეს ვიგებდი მეზობლებისგან, კლასელებისგან... მოგვიანებით, მეტსახელებიც გამომიგონეს. მაგალითად, ჩმორო და ა.შ. ეს ყველაფერი მკლავდა, მაგრამ 9 წლის ბავშვს რა უნდა მექნა? ხმა რომ ამომეღო, მერე სად წავსულიყავი? მით უმეტეს, რომ ნათესავებმაც "დაგვაიგნორეს" დედას გამო და სტუმრადაც არავის ვუნდოდით... ერთხელ დედას და მისი კლიენტის'"ოვაციები"'რომ გავიგონე "იმ'საქმის" დროს, სახლიდან გავიქეცი, რაც ძვირად დამიჯდა: კარგა ხანი დავბოდიალებდი, მერე დედამ მიპოვა და ფიზიკურად გამისწორდა... მოგვიანებით, ასეთი "ოვაციები" ჩემი დებისა და მათი "მეგობრებისგანაც" მესმოდა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანის მსხვერპლი თავადაც გავხდი... დაიწყევლოს ის დღე, ძლიერ მტკივა გული.
- თავიდან, როცა დედის კლიენტების გამო პრეტენზიას ან უკმაყოფილებას გამოვთქვამდი, ამ ყველაფერს ჩალურჯება მოსდევდაო, რომ ამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ დედა გცემდა? იმედია, უცხო კაცებს მაინც არ აძლევდა შენი შეურაცხყოფის უფლებას.
- არა, რა თქმა უნდა, ფიზიკურად მხოლოდ დედა მისწორდებოდა. ზოგადად, მკაცრი ქალი იყო...
- შენი დები, რომლებიც სავარაუდოდ, შენზე უფროსები არიან, დედას რატომ არ ეწინააღმდეგებოდნენ მანამ, ვიდრე თავადაც ამ საქმით დაკავდებოდნენ?
- თავდაპირველად, ჩემი დებიც უკმაყოფილოები იყვნენ, მაგრამ დედა გვემუქრებოდა: არაფერს გაღირსებთ, ასე ცივად ნუ ექცევით ამ კაცსო (ანუ თავის პირველს გულისხმობდა). თან, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდში მხოლოდ მასთან იყო, სხვა არავინ მოჰყავდა... ჩემი დები ამ მუქარის შემდეგ შეიცვალნენ, თითქოს გაუგეს კიდეც მას და მის საყვარელს, მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდით, ჩემსავით ბუზღუნებდნენ.
ჰო, იმ დღეზე ვყვებოდი, როცა გული პირველად, თანაც - ძალიან მატკინეს. სახლში მარტო ვიყავი. ჩემი დის "შეყვარებული", უბნის "კაი ბიჭი" მოვიდა. ეტყობოდა, რომ "რაღაცის" ზემოქმედების ქვეშ იყო... ვუთხარი, ჩემი და სახლში არ არის-მეთქი. მიპასუხა, - არა უშავს, შენც გამოდგები იმისთვის, რის გამოც მოვედიო. ვერ გავიგე, რა უნდოდა. მითხრა, რომ ცოტა ხანს დარჩებოდა და თავისთვის გაერთობოდა. როცა დავინახე, რასაც აკეთებდა, ვაზა ვესროლე... ამას მოჰყვა ჩემი ცემა, გინება და ბოლოს, საწადელიც აისრულა: 23 წლის ბიჭმა 9 წლის ბავშვთან სექსუალური ურთიერთობა დაამყარა. ეს ამბავი ძალიან განვიცადე, ბევრი ვიტირე, მაგრამ სიმართლეს ვერავის ვეტყოდი. არადა, მან ამით ისარგებლა და ჩემზე ძალადობა მეორედ, მესამედ და ა.შ. განახორციელა... ერთხელ, წინააღმდეგობა ისევ გავბედე და ვუთხარი, თავი დამანებე-მეთქი, მაგრამ რომ არ შემეშვა, თავში ჩაიდანი ჩავარტყი. გამწარებულმა დაიღრიალა: მე ვიცი, შენ რაც გინდაო და ამ დღის მერე, თავის საძმაკაცოში "გამავრცელა"... არ ვიცი, გული არავის ჰქონდა? მე ხომ მაშინ მხოლოდ 9 წლის ვიყავი. ის კი არა, საწადელს რომ დაიკმაყოფილებდნენ ან მანამდეც, გამეტებით მცემდნენ. ერთხელაც, გამწარებულს წამომცდა, - ყველაფერს პოლიციას ვეტყვი-მეთქი. ჩემმა სიტყვებმა ისინი კიდევ უფრო მეტად გადარია და სასჯელი დამიმძიმეს: უბნის ყველა პატარა ბიჭს შენთან დავავაჟკაცებთო, რაც აასრულეს კიდეც, ნაწილობრივ.
- ნუთუ, მის საძმაკაცოში ეს ამბავი არავინ გააპროტესტა? ასეთი რა "სასტავი" იყო, პატარა ბიჭზე ძალადობა რომ სიამოვნებდათ?
- მერწმუნეთ, ეს არც ერთ მათგანს არასდროს გაუპროტესტებია! ალბათ, მე არ ვიყავი მათი ერთადერთი მსხვერპლი...
- ასე თუ გიჭირდა, დახმარება ნუთუ, არავის სთხოვე?
- პირველი და უკანასკნელი ამ დრომდე, ვისაც დახმარებისთვის მივმართე, პატარა მაღაზიის მეპატრონე, ჩემი მეზობელი კაცი იყო, რომელიც ბაბუად მეკუთვნოდა. მაღაზიაში საღეჭი რეზინის საყიდლად შევედი. მახსოვს, მკითხა, - თვალი ჩალურჯებული რატომ გაქვსო? მისგან რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი. მეგონა, შევებრალე და ამიტომაც მოვუყევი ყველაფერი... დავამთავრე ლაპარაკი და ველოდები, რას მეტყოდა... პასუხმა იმედი იმისა, რომ ოდესმე ვინმე დამეხმარებოდა, საბოლოოდ გადამიწურა. მითხრა, - შენი მონაყოლით ვერაფერი გავიგე და მაჩვენე, ბიჭები რის გაკეთებას გაიძულებენო? მივუხვდი და გამოვიქეცი. იმ დღეს კი გამოვექეცი ბერიკაცს, მაგრამ მოგვიანებით მაინც ჩამიგდო ხელში.
- ასეთ ადგილას სად ცხოვრობ, ირგვლივ ყველა მოძალადე რომ აღმოჩნდა? ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი ამბავია; დაუჯერებელი სისასტიკე!
- დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ამბავია! ნაცვლად დახმარებისა, გარეწარმა მოხუცმაც სცადა საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილება! არადა, ბაბუად მეკუთვნოდა!
- ამ დიდ ტკივილს შენი დები ვერ გამჩნევდნენ? მათთან გულახდილად ერთხელაც არ გილაპარაკია?
- ერთხელ, როცა დედას საქციელის გამო უკმაყოფილება გამოვთქვი, ეს ამბავი მშობლებს სასწრაფოდ მიურბენინეს. დები და დედა ჩემთან მარტო თუ დარჩებოდნენ, ერთმანეთს ლანძღავდნენ, მაგრამ ერთად ყოფნისას, ვითომ დაქალობდნენ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მათ აღარ ვენდობოდი? ალბათ არც თავად იყვნენ დაინტერესებული ჩემი ტკივილით, თორემ ერთხელ მაინც მკითხავდნენ, რა გჭირსო? არადა, ჩემი ტანჯვა წლების მანძილზე გრძელდებოდა და ამას აკეთებდა ჩემი დის ყოფილი "შეყვარებული". ერთ დღესაც, დაიჭირეს ის ძარცვის გამო, რამაც ძალიან, ძალიან გამახარა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მერეც არ დასრულდებოდა ჩემი ტანჯვა.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.