გაკონჩეტინებულები
არ მინდა, ტენდენციური ვიყო და ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დასრულებამდე აღარაფერი მეთქვა, მაგრამ გაცდიან ეგენი "პატიოსნად ცხოვრებას"?! - "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნინო შუბლაძე სამსახურიდან წავიდა! კი, ის ნინო შუბლაძე, ვის კაბინეტშიც (გენერალური დირექტორის კაბინეტთან ერთად) იყო გაკეთებული ერთ-ერთი გასაჯაროებული ჩანაწერი.
ნიკა გვარამიამ თქვა, პირადი მიზეზების გამო დაგვტოვა, აგვისტოში ისედაც აპირებდა წასვლასო. საინტერესოა, ნიკა გვარამია რატომ ამბობს ამას და თვით ნინო შუბლაძე რატომ არ ამბობს? მე ვიცი, რატომაც: იმიტომ, რომ ტყუილია, თანაც ისეთი, რომელიც მალე გამჟღავნდება და არ უნდა ამაში გარევა.
ერთი სიტყვით: ვისაც გჯერათ, რომ ეს ამბავი იმ ჩანაწერებთან არ არის დაკავშირებული, ნურც ამ "პროვოკაციას" წაიკითხავთ და ამიერიდან, საერთოდ ნუ ვიმეგობრებთ!
იმას ვამბობდი, სხვა თემაზე მინდოდა დამეწერა-მეთქი და შესავალი მაინც "რუსთავი 2"-ში დადგმულ "კორდებალეტს" შევწირე... არადა, მთავარი თემა, ცხადია, "ევროვიზია" უნდა ყოფილიყო, თავისი "შინით" (თავისი კი არა, - ჩვენი) და კონჩიტათი (ეს კონჩიტა ბრჭყალებში უნდა ჩავსვა ნეტა? კლიჩკაა მაინც, რა ვიცი...).
კონჩიტა ჩემს მეხსიერებაში ორ ქალს ერქვა: ერთი ესპანელი ჩოგბურთელი იყო - კონჩიტა მარტინესი, კაი მსხვილკუნთა მხარ-ბარძაყისა და ჯანის პატრონი იყო, არ განეკუთვნებოდა "ნაშოჩკა-ჩოგბურთელთა" კატეგორიას, კორტზე მეტ დროს რეკლამის გადასაღებ მოედანზე რომ ატარებენ ხოლმე. საკმაო წარმატებასაც მიაღწია. მეორე კონჩიტა, იგივე კონჩეტინა, გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველის" პერსონაჟია - ერთი ცალტვინა, სიმდიდრითა და ყურადღებით განებივრებული გოგოა, რომელსაც არისტოკრატი მამიდის გულის გასახეთქად, მეზობლად მცხოვრები სრული კრეტინი შეუყვარდება, რომელიც იმის გარდა, რომ კრეტინია, არც გვარიშვილობა მოსდგამს.
ჰოდა, აგერ ბატონო, მესამე კონჩიტა ახლა გამოჩნდა "ჩემს ცხოვრებაში" - ავსტრიელი კონჩიტა, რომელმაც "ევროვიზია" მოიგო და რაც მთავარია, საქართველოდან 10 ქულა, ანუ მეორე ადგილი მიიღო, თანაც არა ჟიურისგან, არამედ - მაყურებელთა სატელეფონო ზარებისა და "მესიჯების" მიხედვით!
აჰა, ნინო შუბლაძის სამსახურიდან წასვლისა არ იყოს (ქალბატონ ნინოს ჯვარი სწერია, სიტყვამ მოიტანა) - ვისაც სჯერა, რომ ეს მონაცემები ნამდვილია, ცოტას ისიც "წაუკონჩიტებს" (ამ შემთხევაში კონჩეტინას სისულელეს ვგულისხმობ)... ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ხათუნა გოგორიშვილის დროინდელი (არც სხვები იყვნენ მამა აბრამის ბატკნები, მაგრამ ეს მაინც ეპითეტად იქცა) "ცესკო" ითვლიდა ხმებს!
ჯანდაბას, მოიგო და მოიგო, მაგრამ ამ მუდმივ "დეჟავუს" რა ვუყო?.. როგორც იტყვიან, "ქრონიკულში გადამდის": ჯერ "ანტიდისკრიმინაციულ კანონთან" დაკავშირებული ალიაქოთი, ახლა ეს კონჩიტა, თავისი წვერ-ულვაშითა და ტოლერანტი ქართველებისგან ნაბოძები 10 ქულით, კვირის ბოლოს კი 17 მაისია და ძალიან ცოტა დრო მრჩება იმის გადასაწყვეტად, "ტაბურეტკით" გავიდე ქალაქში თუ ბებიაჩემის "იუბკით"?! არადა, ამ ქვეყანაში ხომ სულ ასე იყო და ახლაც ასეა: ან ბოლშევიკი უნდა ყოფილიყავი, ან - მენშევიკი; მერე ან ხელფასზე უნდა გეცხოვრა, ან - "ლევი" გეკეთებინა; მერე, ან ზვიადისტი უნდა ყოფილიყავი, ან - პუტჩისტი; მერე, ან შევარდნაძისტი, ან - მიშისტი; მერე, ან "ნაციონალი", ან - პატიმარი; ახლა ან "ნაცი", ან - "ქოცი" და რაც მთავარია: ან "კონჩიტა" უნდა იყო, ან ის, ვინც "კონჩიტას" ტაბურეტკას ურახუნებს თავში...
ბებიაჩემი და ანტიდისკრიმინაციული კანონი ვახსენე და რა გამახსენდა, იცით? რა და, გეები (თუ გეიები, ვერაფრით დავადგინე) მაგის დროინდელ თბილისშიც ყოფილან და "მეტ...კეებად" მოიხსენიებდა ხოლმე. ახლა, ცოცხალი არაა, ღმერთმა აცხონოს და ვინ რა ფეხებს მოსჭამს, მაგრამ აგერ, ჩემი ძმაკაცის მამა, 86 წლის არის და ზუსტად ეგრე ამბობს ისიც და დაიჭერენ? უნდა ვიპროვოკატორო ერთი: დავრეკავ პოლიციაში, ესა და ეს კაცი ასე ამბობს და რეაგირებას ვითხოვ-მეთქი. მერე მივალ და დაველოდები.
შედეგებს მოგახსენებთ.
P.S. ქართველ "კონჩიტებს" რაც შეეხებათ: ცირკთან რომ დგანან და კიდევ იმათ, "რუსთავი 2" (ვააა, ისევ?!) რომ სიუჟეტებს უძღვნის. კარგი, ვთქვათ, გავხდი "პრადვინუტი" და ეს ნორმად მივიღე: უნდა კაცს ქალობა და ვისი რა საქმეა?! მაგრამ რა მაინტერესებს, იცით? - ვისაც ქალობა უნდა, ყველა ცირკთან რატომ დგას? ვინმეს ოჯახის ქალობა რატომ არ მოუნდა? აი, ბაზარში სიარული, მეზობლებთან ჭორაობა, "ნაციონალების" კოორდინატორობა... რა ვიცი, რამდენი რამე შეიძლება... ჰა?