სტაბილურობაში გამოხატული უპირატესობა ანუ რატომ ჯობია ნაბეღლავი…
არასტაბილური და სწრაფად ცვალებადი მომხმარებლის მქონე ბაზარზე, განსაკუთრებით კი საქართველოში, და მით უფრო დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე, მრავალ კომპანიას გაუჭირდებოდა ერთგული დარჩენილიყო საკუთარი საწყისი პრინციპებისა და მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ისეთი პროდუქტი, რომლისადმი ნდობა წლების განმავლობაში ყველანაირ გამოცდას გაუძლებდა.
არსებობს გამონაკლისებიც და ერთ-ერთ რჩეულ მაგალითს წარმოადგენს „წყალი მარგებელი“. ყველაფერი წინა საუკუნეში, დაახლოებით 17 წლის წინათ დაიწყო.
1997 წელს შვეიცარიელი და ქართველი პარტნიორების მიერ დაარსებული კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარს „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ განახლებული წარმოება შესთავაზა, დღეს უკვე ბაზრის ლიდერია.
და მაინც რამ განაპირობა მომხმარებელთა ასეთი ლოიალობა და სიყვარული ამ ბრენდისადმი? ეს, პირველ რიგში, კომპანიის არსებული გუნდის აქტიური შრომის შედეგია, რომელიც არასტაბილური გარემოს ფონზე მუდამივად ორიენტირებულია განვითარებაზე. ამასთან ერთად, არ ივიწყებს კომპანიისა და ბრენდის ტრადიციებს.
ქართულ სინამდვილეში ეს უმრავლესობისთვის რთულად გასაგები და მიუღწეველია, თუმცა „წყალი მარგებელის“ გუნდმა ეს შეძლო.
მაგალითისთვის, ესეც საკამრისია. ტექნიკური ინსპექციის საერთაშორისო ბრენდმა "ბიურო ვერიტასმა"(Bureau Veritas", Paris) მინერალური წყლის "ნაბეღლავის" მწარმოებელ ორანიზაციაში ს/ს "წყალი მარგებელში“ დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სამუშაოები ჩატარა და მისი საერთაშორისო სერტიფიცირება მოახდინა. ეს გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი მინერალური წყლის სტაბილურად უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით („ბიურო ვერიტასი“ს მხრიდან ჩატარებული რეგულარული ტექნიკური ინსპექტირების პროცესების თანხლებით) და შესაბამისად, მასზე საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნილების პერმანენტულ ზრდას შეუწყო ხელი.
მომხმარებლის ლოიალობის მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოებული პროდუქციის მუდმივი მაღალი ხარისხი და უცვლელი გემო წარმოადგენს. მინერალური წყალიც ბუნებრივია და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას მისი შემადგენელი მინერალები განსაზღვრავს.
„ნაბეღლავის“ უპირატესობაც, სწორედ მის ბუნებრივ გამორჩეულობაშია. ის განსაკუთრებულია თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და გამორჩეული სხვა მინერალური წყლებისაგან. სიღრმისეული წიაღიდან ბურღილებით მიღებული მინერალური წყალი სხვა წინასწარ დამუშავებას და დასუფთავებას არ საჭიროებს.
რაც შეეხება ბახმაროს, ის ბაზარზე გამოჩენის დღიდანვე ქართველი მომხმარებლის საყვარელი წყაროს წყალი გახდა რაც პირველ რიგში მისი ბუნებრივი თვისებების დამსახურებაა, ნამდვილი კავკასიური წყარო ბახმაროს მთებიდან, ნიადაგიდან ამომავალი სუფთა წყალი, რის გამოც მიკრობების გამრავლება ნაკლებად ხდება. მოსახერხებელი შეფუთვა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი - ეს ის ელემენტებია რომლებიც ერთიან კომპლექსს ქმნის და მომხმარებელს სწორედ ბახმაროს სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებს.
მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი თავად ის ადგილია, სადაც ხდება „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ მოპოვება და წარმოება. კურორტი ბახმარო ყველა ქართველისთვის საყვარელი ადგილია. ამას ემატება ის უნიკალური და სუფთა გარემო, რომელიც ხელს უწყობს წყლის გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებას. მომხმარებელიც თავს დაცულად გრძნობს, როდესაც ამჩნევს როგორ ხელშეუხებელ გარემოში ხდება ნაბეღლავისა და ბახმაროს წყლების მოპოვება.
ეს სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც ერთდროულად პასუხობს სათაურში დასმულ კითხვას და ამასთანავე ამართლებს „ნაბეღლავის“ მთავარ სლოგანს:
„...და მართლაც, ნაბეღლავი ჯობია!“
R