ლუკაშენკო: სააკაშვილის მადლიერი ვარ!
დასავლეთში ჩვენი ინტერესების დასაცავად ისე არავინ იბრძოდა, როგორც მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ის მეგობრობდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და ყოველთვის კარგად ახასიათებდა მას.
"მიხეილ სააკაშვილი ამერიკას შენობით ელაპარაკებოდა. აშშ-ს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ არასწორად იქცეოდნენ ბელორუსთან მიმართებაში და რომ არ იყო საჭირო სანქციები. ამისთვის მისი მადლიერი ვარ. სააკაშვილი ამას საჯაროდ აკეთებდა. ჩვენ ვმეგობრობდით და ახლაც სიამოვნებით შევხვდებოდი მას, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთში ეს არ მოეწონებოდათ", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხშირად იწვევდა სტუმრად, თუმცა ვერ შეძლო საქართველოში ჩასვლა.
"ვეუბნებოდი – მიშა, საქართველოში ვერ ჩამოვალ, რადგან ზედმეტი პრობლემები არ მინდა. რუსეთის ხელმძღვანელობა ამას ნორმალურად ვერ აღიქვამს", - აღნიშნა ბელორუსის პრეზიდენტმა ტელეკომპანია "დოჟდთან" საუბრისას.