”გია შვილის საფლავზე გარდაიცვალა გულის შეტევით” - სულისშემძვრელი ისტორია - კვირის პალიტრა

”გია შვილის საფლავზე გარდაიცვალა გულის შეტევით” - სულისშემძვრელი ისტორია

”გიას კარგად ვიცნობდი, კარგი, ჯიგრიანი, კახელი კაცი იყო.”

”ჩვენი ფონდის შვილობილი, ლუკა ლომაური დაახლოებით 9 თვის წინ გარდაიცვალა. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ლუკა წავიდა ამ ქვეყნიდან. ლუკას გარდაცვალების შემდგომ ლუკას დედა მიდიოდა იაშვილის კლინიკაში და ლუკას დარჩენილი წამლები და საჩუქრები მიქონდა ლუკას მეგობრებისთვის საავადმყოფოში. ლუკას დედა თვითონ გარეთ, დერეფანში რჩებოდა, ბავშვები შავებჩაცმულს, რომ დამინახავენ და გაიგებენ ლუკა აღარ არისო, შეშინდებიან და გამოჯანმრთელების იმედს დაკარგავენო.

ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო ლუკას გარდაცვალება, როდესაც მის გამოჯანმრთელებას ველოდით. შემდეგ უარეს შოკში ჩავვარდი ლუკას მამის, გიას გარდაცვალების გამო. გიას გულმა შვილის გარდაცვალება ვეღარ გადაიტანა. იგი შვილის საფლავზე გარდაიცვალა გულის შეტევით. არ ვიცი რატომ ვწერ ამ ყველაფერს...... გიას კარგად ვიცნობდი, კარგი, ჯიგრიანი, კახელი კაცი იყო. გია დადიოდა ჩემთან ლუკას წამლებსა თუ სხვადასხვა საკითხებზე . მის საუბარში ბევრი სიკეთე და სიყვარული დავინახე არამარტო ლუკას, არამედ ყველა დაავადებული ბავშვის მიმართებაში. ღმერთმა აცხონოს ლუკაც და გიაც.

დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემს კომპიუტერში ეს სურათი და გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ეს სამწუხარო ამბავი . აი, სწორედ ამისათვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს !” - წერს ”დიმიტრი ცინცაძის სახელობის დონდის” დირექტორი კახა ჯანაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.