თბილისში „მაქსთერმის“ სავაჭრო ცენტრი გაიხსნა - კვირის პალიტრა

თბილისში „მაქსთერმის“ სავაჭრო ცენტრი გაიხსნა

31 მაისს, ბელიაშვილის ქუჩაზე, მიონის მოპირდაპირე მხარეს, სავაჭრო ცენტრი „მაქსთერმი“გაიხსნა. გახსნას „მაქსთერმის“ უცხოელი პარტნიორები, ბიზნესმენები, დიზაინერები და კომპანიის წარმომადგენლები.

„მაქსთერმში“ წარმოდგენილია იტალიური წარმოების გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები; ასევე აბაზანის მოწყობილობები, როგორიც არის უნიტაზები, ნიჟარები, წყლის შემრევები, წყალკანალიზაციის მილები და სხვა ნაწილები. პროდუქციის მომწოდებლები, საუკეთესო ხარისხის მქონე იტალიური, ჩეხური და თურქული კომპანიები არიან (Fondital, Giacomini, Remer Binetterie, Climaveneta და სხვ.).

სავაჭრო ცენტრი, გათბობის ქვაბებზე, ორ წლიან გარანტიას უზრუნველყოფს, რაც პროდუქციის შეკეთებას ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლას გულისხმობს. „მაქსთერმი“ მომხმარებლებს პროდუქციის სახლში მიტანის სერვისს და მონტაჟსაც სთავაზობს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე.

სამომავლოდ, პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდა იგეგმება. ჩამონათვალს დაემატება ლამინირებული იატაკი, აბაზანები და საშხაპე კაბინები, ასევე იგეგმება აბაზანის ავეჯის წარმოება, რაც ავსტრიული მასალით, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, ადგილზე დამზადდება. ამის გარდა, უახლოეს მომავალში ბათუმში „მაქსთერმის“ განახლებული ფილიალი გაიხსნება.

კომპანია „მაქსთერმი“ 2005 წელს, გიორგი კუკულავას და ზაქრო გორდაძის მიერ დაფუძნდა. დღესდღეობით კომპანიაში 52 ადამიანია დასაქმებული. მისი კლიენტები არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა სამშენებლო კომპანია „აქსისი“, საქართველოს საპატრიარქო, შპს „ახალი სამშენებლო კომპანია“, შპს „აირმაქსი“, შპს „სამეცნიერო საწარმო“, კომპანია „ელ-ეს-ჯი“, შპს „მედგრუპჯორჯია“, შპს „თერმო ვენტი“, შპს „პროექტი 21“, შპს „ალიანსი“, შპს „ჯი-ემ-პი“, შპს „ბანი“, ააიპ „ლიმა ჯგუფი“ და სხვ.

R