”ბავშვი ამბობს: მწვანე პატარა კაცი მელანდებაო” - ამოუცნობი ამბები რუსთავში და ხანძარს გადარჩენილი ხატების ოთახი
”ბინის ბრალი არ არის! ბავშვი სადაც წავიდა, ცეცხლი იქაც გაჩნდა...”
”ათეისტი ვარ და ყველაფერს არასერიოზულად ვიღებდი, მაგრამ...”
”მაგიდიდან და კარადიდან ჭურჭელი ცვივა და მწვანე პატარა კაცი მელანდებაო”
რუსთავში, ფოჩხუების ბინაში, დღემდე გაურკვეველი მიზეზით ხანძარი ჩნდებოდა: თავდაპირველად, ნივთები 25 მაისს აალდა, ბოლოს კი 3 ივნისს. ძლიერი ხანძრის შედეგად, თითქმის მთელი ბინა დაიწვა. როგორც ამბობენ, მხოლოდ ის ოთახი გადარჩა, სადაც ხატები ესვენა. ოჯახის წევრების მონაყოლით, ოთახში არავინ იყო და ხანძარი თავისით ჩნდებოდა. ამჟამად, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დიასახლისის - მადონას მშობლებთან ცხოვრობს, ”მისტიკური” ბინა კი დალუქულია და ექსპერტები მუშაობენ...
თავდაპირველად, ფოჩხუების კარის მეზობლად მცხოვრებ ბესიკ სულაშვილს ვესაუბრე:
- ათეისტი ვარ და ყველაფერს არასერიოზულად ვიღებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს აზრი შევიცვალე... ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, - თავად ვარ მომსწრე, როცა იქ რაღაც-რაღაცები თავისით იწვებოდა, ნივთებს ცეცხლი ეკიდებოდა, განსაკუთრებით - ფარდებს, ”საროჩკებს”, კაბებსო... არ მჯეროდა, რასაც ყველა ლაპარაკობდა..
თამარ შანიძე, მეზობელი:
- გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ. ფოჩხუების ბინაში ცეცხლი უკვე 3-ჯერ გაჩნდა. პირველად ბავშვი ამბობდა, - მაგიდიდან და კარადიდან ჭურჭელი ცვივა და მწვანე პატარა კაცი მელანდებაო. დედა არ უჯერებდა - ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი ეგონა. თავდაპირველად, ცეცხლი ბალიშს, უჯრას, ოთახებს უჩნდებოდა. ბოლოს უკვე ბევრი რამ დაიწვა, ოღონდ - ხატების ოთახს ცეცხლი არ გასჩენია. მერე ადგნენ და საცხოვრებლად მადონას დედასთან გადავიდნენ. თურმე, იქაც ბავშვს დღეს ფეხსა და ხელებზე ცეცხლი წაჰკიდებია.
- ბავშვი საავადმყოფოშია?
- არა, ოჯახის წევრები სახლში ყოფილან და ცეცხლი მომენტალურად ჩაუქრიათ.
- ხატები სხვა ოთახებშიც არ დააბრძანეს?
- როგორ არა! ხატის დასვენებაც სცადეს, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით, მხოლოდ ის ოთახი არ დამწვარა, სადაც ბევრი ხატია... წინათ, ბავშვს ”ამოუცნობი” არ ერჩოდა, ახლა მასაც ერჩის. გუშინ ღამით კი, მადონას მშობლების სახლში, სადაც ცოლ-ქმარ ფოჩხუებს ეძინათ, ფარდა 3 ადგილას ამომწვარა...
- უცნაურ ხანძარს რას მიაწერთ?
- ზოგი ამბობს, - ”დამავოიაო”. რაღაც ამოუხსნელი მოვლენები ხდება. მამაოებიც ჰყავდათ მოყვანილი, რომლებმაც თქვეს, - ამის ახსნა ჩვენს ძალებს აღემატებაო. ბედს მინდობილები ვართ.
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.