ბანდერასს ცოლი გაექცა
ბევრი ითმინა თუ ცოტა, ანტონიო ბანდერასის ცოლმა მელანი გრიფიტმა ქმრის მორიგი ღალატი ვეღარ აიტანა. ამჯერად, კანის ფესტივალზე რუს ტელეწამყვან ვიქტორია ბონისთან გამოიჭირა და განქორწინებაზეც განცხადება შეიტანა. არადა, წყვილი ოცი წელია ერთად ცხოვრობს და შვილიც ჰყავთ - 17 წლის სტელა დელ კარმენ ბანდერასი. მელანის ქონების გაყოფა სურს და ანტონიოს ალიმენტსაც გადაახდევინებს. მათ საერთო ქონება აქვთ ამერიკაშიც და ესპანეთშიც. 56 წლის გრიფიტისთვის ეს მეოთხე განქორწინება იქნება, 53 წლის ბანდერასისთვის კი მეორე.
"ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და ჩვენი 20-წლიანი ქორწინება ღირსეულად უნდა დავასრულოთ", - ამბობს ანტონიო ბანდერასი. კომენტატორების თქმით, დაშორების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ალკოჰოლიზმის გამო მელანი გრიფიტი ნაადრევად დაჭკნა, ხოლო ანტონიო ჯერ კიდევ ნამდვილი ესპანელი მაჩოა, რომელსაც ახალგაზრდა ქალები განუწყვეტლივ გარს ეხვევიან.