ნიკოტინის მეცნიერების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წამყვანი სპეციალისტების აზრით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უნდა განიხილავდეს ელექტრონულსიგარეტებსარა როგორც პრობლემას, არამედ როგორც პრობლემის გადაწყვეტას
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩანმა მიიღო მიმართვა 15 ქვეყნის 50 წამყვანი სპეციალისტისგან, რომელშიც ისინი ითხოვენ ორგანიზაციისაგან, გადახედოს საკუთარ გეგმას ელექტრონული სიგარეტების ჩვეულებრივი სიგარეტების კლასიფიკაციაში შეყვანის შესახებ და აფრთხილებენ, რომ ამით WHO დაკარგავს შესაძლებლობას საგრძნობლად შეამციროს მწეველების, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების და სიკვდილიანობის რიცხვი.
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) ფარგლებში შეხვედრამდე, რომელიცმიმდინარე წლის ოქტომბერშიჩატარდება ქ. მოსკოვში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებით, მეცნიერებმა გამოხატეს აღშფოთება FCTC მოსამზადებელი შეხვედრის დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაცაღნიშნულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოისაზრებსელექტრონულ სიგარეტს, როგორც „საშიშროებას“ საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის ჩვეულებრივი სიგარეტის მსგავსად. საღეჭი თამბაქო უკვე შეტანილია FCTC-ში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მარგარეტ ჩანის მიმართწერილზე ხელმომწერი 53 პირი აღნიშნავს, რომ თამბაქოს ზიანის შემამცირებელმა პროდუქტებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოსკომუნიკაციითარაგადამდები დაავადებების შემცირებაში, რომელიც გაეროს 2025 მიზანს წარმოადგენს. მათი აზრით, ელექტრონული სიგარეტები და ნიკოტინის შემცვლელი სხვა პროდუქტები წარმოადგენენ პრობლემის გადაწყვეტას და არა პრობლემის ნაწილს.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ FCTC არ განასხვავებს სხვადასხვა ნიკოტინის შემცვლელი პროდუქტებისრისკებს. FCTC-ისზომების გამოყენება ელექტრონულ სიგარეტებთან მიმართებაში არ განსხვავდება თამბაქოს შემცვლელ ისეთ პროდუქტებისგან, როგორიცაა თამბაქოს სიგარეტები და აწესებსშეზღუდვებს რეკლამაზე, ქმნის ზოგად საკანონმდებლო ბარიერებს, აწესებს მაღალ გადასახადებს და ჯანდაცვით მზარდ გაფრთხილებებს - რაც მიმართულია მათი ხელმისაწვდომობის, მიზიდულობის და მოთხოვნადობისშემცირებისკენ.
ხელმომწერი პირები აფრთხილებენ, რომ დაბალი რისკის მქონე პროდუქტებზე გადაჭარბებულ შეზღუდვებს შეიძლება მოყვეს არასასურველი შედეგი, რაც ითვალისწინებს სიგარეტის დაცვას ნაკლებად საშიშ ალტერნატივასთან კონკურენციისას.
„თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გააგრძელებს ამ გზას და გააქრობს ელექტრონულ სიგარეტებს, ის არამხოლოდ აუვლის გვერდს ბოლო სამი ათწლეულის ჯანდაცვის ერთ-ერთ უმსხვილეს ინოვაციას, რომელსაც პოტენციურად შეუძლია გადაარჩინოს მილიონობით სიცოცხლე, მაგრამ ის იხნის საკუთარ პასუხისმგებლობას და მისცემს მომხმარებელს უფლებას,თავად იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, რასაც მილიონობით მომხმარებელი უკვე აკეთებს“, განაცხადა პროფესორმა გერი სტიმსონმა ლონდონის იმპერიული კოლეჯის დამსახურებულმაპროფესორმა, ამ წერილზე ხელმომწერმაპირმა და ნიკოტინის შესახებ მსოფლიო ფორუმის ორგანიზატორმა.
მსოფლიოს მასშტაბით 1.3 მილიარდი მწეველია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაანგარიშებით, 21-ე საუკუში შესაძლებელია თამბაქოსთან დაკავშირებული დაახლოებით ერთი მილიარდი ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილება.
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მოხდა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის წარმატებული კომუნიკაცია მოწევასთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ, მოწევის შემცირების ზომების და მსოფლიოში ზოგიერთ ქვეყანაში, უმეტესად განვითარებულ ქვეყნებში, განხორციელდა მოწევის შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებები (მაგრამ ამავდროულად მწეველების რიცხვი ისევ მატულობს განვითარებად ქვეყნებში).
ათწლეულის განმავლობაში მოქმედი პროდუქტების შეზღუდვაზე და აკრძალვაზე დაფუძნებული თამბაქოს საერთაშორისო კონტროლის შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და ჯანდაცვის სფეროს ლიდერებს გაუჭირდებათ საკუთარი აზროვნების შეცვლა და მოწევის თავის დანებების მიზნით უსაფრთხო ნიკოტინის პროდუქტების პოტენციალის აღიარება: მაგრამ ეს საჭიროა.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამდა FCTC-მ უნდა აღიარონ, რომ თამბაქოს პროდუქტები განსხვავდებიან საკუთარი რისკების მიხედვით. მათ უნდა აღიარონ სიკვდილიანობის და დაავადების მნიშვნელოვანი შემცირება, რაც გამოწვეულია მწეველების მიერ ნიკოტინის შემცვლელი დაბალი რისკის პროდუქტებზე გადასვლით.
“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ იმის მტკიცება, რომ ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია, როგორც თამბაქოს სხვა პროდუქტი, იქნება ღია მესიჯი ელექტრონული სიგარეტის ყველა მომხმარებლისთვის, რომლებიც იყენებდნენ მათ მოწევის თავის დანებების მიზნით”, განაცხადა რობერტ ვესტმა, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი აღნიშნულ წერილს და ჯანდაცვის ფსიქოლოგიის პროფესორი, ლონდონის თამბაქოს კვლევითი უნივერსიტეტის კოლეჯის დირექტორი - „ეს გადააფიქრებინებს მწეველებს ამ სიგარეტების გასინჯვას და ჩვენ ვერ გამოვიყენებთ შესაძლებლობას შევამციროთ მოწევასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მსოფლიო მასშტაბით“.
წლების მანძილზე მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ „ადამიანები ეწევიან ნიკოტინის გამო და კვდებიან მოწევის გამო“. მოწევით გამოწვეული დაავადება და სიკვდილი განპირობებულია კუპრის ნაწილების და ტოქსიკური აირის ფილტვებში შესუნთვით.
წერილზე ხელმომწერი პირები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია თამბაქოს ზიანის შემცირების ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტები და სხვა ნაკლებად საზიანო პროდუქტები, ასევე საღეჭი თამბაქო. მწეველები საკუთარ ჯანმრთელობას ნაკლებ ზიანს მიაყენებენ თუ ისინი მიიღებენ ნიკოტინს ნაკლებად სარისკო არაწვადი ფორმით.
„მომხმარებელმა წამოიწყო ელექტრონული სიგარეტის გამოყენების რევოლუცია, რომელიც გადაიზარდა ჯანდაცვის ინიციატივაში, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს მილიონობით სიცოცხლე“ განაცხადა ჯონ ბრიტონმა, ნოტინგემის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორმა. „პროცესში უფრო და უფრო თვალსაჩინოა თუ რამდენად უნდათ მწეველებს ნიკოტინის შემცვლელი ისეთი პროდუქტების არჩევა, რომელიც არ კლავს. იმედი მაქვს რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიმღები პრები აღიარებენ ჯანდაცვის სფეროში არსებულ შესაძლებლობებს, რომელსაც წარმოადგენენ“.
ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიზანი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს ორიენტირებული დაავადების და ნაადრევი სიკვდილის შემცირებაზე. ამ მიზნების ფარგლებში დაბალი რისკის მქონე ნიკოტინის პროდუქტების შემცირება, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტები, არის არაპროდუქტიული, აღნიშნული პროდუქტებს გააჩნია მნიშვნელოვანი როლი მიზნების მიღწევის კუთხით.
R