სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფის" შეთავაზება აჭარის სასტუმროებს
სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" პირველია ბაზარზე, რომელმაც აჭარის სასტუმროებისთვის უნიკალური პროდუქტები შეიმუშავა. პროექტი ითვალისწინებს როგორც ქართველ, აგრეთვე უცხოელ დამსვენებელთა ჯანმრთელობის დაზღვევას აჭარის ტერიტორიაზე დამდგარი ნებისმიერი ამბულატორიული შემთხვევებისგან. კვალიფიციური ექიმები უმაღლეს სერვისს შესთავაზებენ სასტუმროების კლიენტებს. მათ 24 საათის განმავლობაში მოემსახურებათ სამენოვანი აი სი ასისტანსი, მრავალპროფილური ექიმი გაუწევს მათ პირველად დიაგნოსტირებას, განუსაზღვრავს მკურნალობის სქემას, საჭიროების შემთხვევაში გაუწევს კლინიკურ/ლაბორატორიული კვლევებისა და სტაციონარის ორგანიზებას.
პროდუქტი საკმაოდ კომფორტულია დამსვენებლებისთვის და აგრეთვე აქვს უამრავი ბენეფიტი აჭარის სასტუმროებისთვის, როგორიცაა სასტუმროს იმიჯის ამაღლება, უსაფრთხოების განცდის შექმნა, ხარისხზე
ორიენტირებულობა, უბედური შემთხვევების პრევენციის ხელშეწყობა.
დამსვენებლების დაზღვევასთან ერთად აი სი ჯგუფი სასტუმროებს კომპლექსურ დაზღვევასაც სთავაზობს. პირველად საქართველოში კომპანიამ ბაზარზე გამოიტანა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ბიზნესის შეფერხებისგან დაზღვევა, სატრანზიტო საქონლის დაზღვევა, დამსაქმებელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, პროდუქტის პასუხისმგებლობის დაზღვევა, იურიდიული მომსახურების დაზღვევა.
ამ თემასთან დაკავშირებით 25 ივნისს აი სი ჯგუფმა კინოთეატრ აპოლოში გამართა პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის სასტუმროების მფლობელები, მენეჯერები. პროექტმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და ამჟამად მიდის აქტიური თანამშრომლობა. ზაფხულის სეზონზე დამსვენებლებს უკვე ექნებათ აღნიშნული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა.
R