შტოში შეუცვლელი კენკრაა!
ამერიკაში შტოშს დიდი ხანია აფთიაქებში ყიდიან, ისევე როგორც ვიტამინებსა და ბიოაქტიურ დანამატებს. ამის მიზეზია მისი სამკურნალო თვისებები: თუ გსურთ თავი
დაიცვათ უწამლოდ გაცივებისა და გრიპისაგან, მიიღეთ ჩ ვიტამინის წყარო - შტოში. გსურთ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და მიმზიდველობა? - ამაში დაგეხმარებათ ანტიოქსიდანტებით მდიდარი ეს ლალისფერი კენკრა, რომელიც ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს. ცისტიტის დროსაც რაციონში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შტოში, რომელიც პროანტოციანიდების მეშვეობით ხელს უშლის ანთების გამომწვევი ბაქტერიების დალაგებას შარდსადინარის კედლებზე.
გაცივებისას კი უპირატესობა მიანიჭეთ შტოშით მკურნალობას: შტოშის მორსი, წვენი თაფლით დაბლა სწევს ტემპერატურას, ორგანიზმიდან გამოდევნის ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებსა და მიკრობებს, ამიტომაც მას უწოდებენ ბუნებრივ ანტიბიოტიკს. ადვილად იღლებით, ღიზიანდებით, ძალა აღარ გყოფნით? "შეიარაღდით" შტოშის ახალგამოწურული წვენით ან კოქტეილით, ის ხომ ნატურალური ენერგოტონიკია. გულმა რომ საათივით იმუშაოს - "გაანებივრეთ" ამ კენკრის დესერტით. ბუნების ეს საგანძური ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, გარდა ამისა, მის წინაშე უკან იხევს კიბოს უჯრედებიც კი...