მუსლიმ ალ-შიშანი: "სირიაში ლაფანყურის შემდეგ წავედი"
2006 წლის 2 თებერვალს ნაზრანში, უზენაეს სასამართლოში, მარგოშვილის პროცესი შედგა - მას ფრჩხილები და კბილები არ ჰქონდა, საშინლად იყო ნაწამები
"მინდა ვუთხრა ჩემს ძმებს კავკასიაში. არ გეგონოთ, თქვენზე არ ვფიქრობთ, ან დაგივიწყეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ კავკასიაში ჯიჰადის დასახმარებლად. ჩვენ აქ (სირიაში. - ავტ.) იმიტომ აღმოვჩნდით, რომ თქვენთან შეერთების იმედი გადაგვეწურა."”
მუსლიმ ალ შიშანი=-მურად მარგოშვილი, 2014 წლის სექტემბერი
"მურადის ტერორისტად გამოცხადება ხეობაში ყველას გაუკვირდა. სირიაში ის თავის დაჯგუფებასთან ერთად ასადს ებრძვის, ამაში კი ამერიკელები ეხმარებოდნენ არა მარტო იარაღით და ახლა გახდა ტერორისტი?"
ალექსი, დუისის მკვიდრი
ერთი კვირის წინ თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქმა მესაზღვრეებმა რამდენიმე კილომეტრში აფრიალებული შავი დროშა შეამჩნიეს -”"ისლამური სახელმწიფო" თურქეთის საზღვარს უახლოვდება. თურქეთმა საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზება მოახერხა, თუმცა განაცხადა, სახმელეთოO ოპერაციების წარმართვა დაუხმარებლად გაგვიჭირდებაო. ამასობაში კი ბრძოლები მიმდინარეობს თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ კობაში, რომლის სამ რაიონს უკვე აკონტროლებს "ისლამური სახელმწიფო". მას მხოლოდ ქურთები არ ნებდებიან. არის კიდევ ერთი სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების სისასტიკე და იდეოლოგია თვალში არ მოსდის. ეს მოჯაჰედთა ბრიგადა "ასუდ ალ შამია" ("შამას ლომები"). ბრიგადის დროშით ძირითადად პოსტსაბჭოური სივრცის მოჯაჰედები იბრძვიან და მათი ჯიჰადი მხოლოდ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა. თურქეთ-სირიის საზღვარზე განვითარებული მოვლენების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიჭერს "შამას ლომების" 42 წლის თავკაცი ჯუნუდუ შამა, იგივე მუსლიმ ალ შიშანი-მურად მარგოშვილი.
აშშ-ის მიერ ტერორისტად გამოცხადებული პანკისის მკვიდრის, მურად მარგოშვილის შესახებ საზოგადოებას ცოტა რამ თუ სმენია.
თემური, მარგოშვილის ნათესავი: - ერთად ვიზრდებოდით. როგორც ყველა ბავშვი, ისიც ცხვარში დადიოდა. მალე მისი ოჯახი რუსეთში გადავიდა და მურადმა სკოლა იქ დაამთავრა, ჯარშიც რუსეთში მსახურობდა. შემდეგ ხეობაში დაბრუნდნენ. მურადი ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო და ყველას სწყინდა, რომ უმაღლესი განათლება ვერ მიიღო. შემდეგ მისი ოჯახი გროზნოში გადავიდა. მურადს იქ სამშენებლო ბრიგადები ჰყავდა. ჩეჩნეთის ომი რომ დაიწყო, ომში წავიდა. პირველი ომის შემდეგ ემირი და ხატაბის თანაშემწე იყო. მთებში ბანაკებში ახალმოსულებს წვრთნიდა. ხატაბის სიკვდილის შემდეგ აბუ ალ ვალიდის მარჯვენა ხელი გახდა. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მურადი ცნობილი საველე მეთაური იყო და რუსები დღედაღამ დაეძებდნენ.”
2003 წლის 7 ოქტომბერს ინგუშეთში, სტანიცა ორჯონიკიძესთან მანქანით მომავალი მურად მარგოშვილი და კიდევ 5 კაცი სამართალდამცავებმა გააჩერეს და გაიტაცეს. მოგვიანებით, ორი, სასტიკად ნაცემი, ერთ-ერთ სოფელთან დაყარეს, მათი გადარჩენა ადგილობრივებმა მოახერხეს. ისინი ჰყვებოდნენ, - ქალაქ მაგასში სარდაფში ვყავდით რუსებს ძაღლივით დაბმული და მუდმივად გვცემდნენო. სამი კაცის ბედ-იღბალი დღემდე უცნობია. მხოლოდ 2006 წლის 2 თებერვალს გაირკვა, რომ მურად მარგოშვილი ФСБ-ს თანამშრომლებს ვლადიკავკაზის იზოლატორში ჰყავდათ გამოკეტილი. ის სამი წელი საკნიდან არ გამოუყვანიათ... როდესაც მოზდოკის ტერაქტების სერია მოხდა (იხ. "კვირის პალიტრა" #40), ФСБ ცდილობდა, მისთვის ტერაქტების ორგანიზება დაებრალებინა და საამისოდ მისგან ჩვენებას ითხოვდნენ. მარგოშვილი დანაშაულს არ აღიარებდა. როდესაც საველე მეთაური ვერ გატეხეს, რუსებმა ჩვენება ერთ-ერთი ჩეჩენი საველე მეთაურის ქვრივს გამოსძალეს, რომელიც ასევე იზოლატორში იმყოფებოდა. ის წერდა, რომ მოზდოკში, საველე ჰოსპიტლის აფეთქებისQ დროს, მარგოშვილი შემთხვევის ადგილზე შეამჩნია.
2006 წლის 2 თებერვალს ნაზრანში, უზენაეს სასამართლოში, მარგოშვილის პროცესი შედგა - მას ფრჩხილები და კბილები არ ჰქონდა, საშინლად იყო ნაწამები. სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმე ქალბატონმა აღიარა, რომ ჩვენება, მარგოშვილის წინააღმდეგ, ზეწოლის შედეგად მისცა - ФСБ მემუქრებოდა, თუ ჩვენებას ხელს არ მოვაწერდი, აბორტს ძალად გამიკეთებდნენო(?!). მოწმის ბოლო ფრაზამ ბადრაგიც კი აღაშფოთა. სასამართლოზე მარგოშვილს დანაშაული არ დაუმტკიცდა და ნაფიცმა მსაჯულებმა ის გაამართლეს, თუმცა ყველაზე საინტერესო სასამართლოში მყოფთ წინ ელოდათ.
ნოდარ დაუშვილი, მარგოშვილის ადვოკატი: - “სასამართლო დარბაზში სამი "კამუფლაჟიანი" ტრიალებდა. როცა პროცესი დამთავრდა, ერთ-ერთმა სადღაც დარეკა. რამდენიმე წუთის შემდეგ რატომღაც ფანჯარაში გადავიხედე. დავინახე - ეზოში "გაზელი" შემოვარდა. იქიდან ორი ათეული "კამუფლაჟიანი" გადმოვიდა. მივხვდი, მურადის გატაცება უნდოდათ. მურადი მანდატურებმა საიდუმლო გზით გააპარეს შენობიდან. ამასობაში სპეცრაზმელებმა შენობის წმენდა დაიწყეს. მე მეძებდნენ. მოსამართლეს ვთხოვე დახმარება. ხელები გაასავსავა, - ჩემი უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლო დარბაზებზე ვრცელდებაო. სასამართლოს შენობიდან ისევ მანდატურებმა გამიყვანეს (ინტერვიუს ამონარიდი, 2006 წ., "ნოვაია გაზეტა").
ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მარგოშვილს რუსეთში არ დაედგომებოდა, თუმცა, არც მისი ძმები”- თანამებრძოლები ჩქარობდნენ მის მიღებას. მურადი საქართველოში შემოვიდა საიდუმლო გზით და მკურნალობა დაიწყო. გამოჯანმრთელების შემდეგ "კავკასიის ემირატს" დაბრუნება სთხოვა. ერთ დროს ცნობილ საველე M მეთაურს ზრდილობიანად მიანიშნეს - ციხეში ხარ ნაჯდომი და არ გენდობითო (თუმცა, იცოდნენ, რომ ციხეში არ გატყდა). მარგოშვილმა, რომელსაც უკვე რუსების წინააღმდეგ პირადი შურისძიება ამოძრავებდა, შემოიკრიბა სანდო ბიჭები და რამდენჯერმე დაღესტანში გადასვლას შეეცადა, თუმცა ამაოდ.
თემური, მარგოშვილის ნათესავი: - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პანკისის ხეობაში ახალგაზრდები შეიკრიბნენ, მურადიც იქ იყო და ხელისუფლებას კაცი გაუგზავნეს, თუ საჭირო გახდება, ომში ჩვენც წავალთო. შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოთვალეს, - თუ დაგვჭირდა, აუცილებლად დაგიძახებთო. ბიჭები ამბობდნენ, რუსების წინააღმდეგ სად იომებ, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჯიჰადი”ყველგან ჯიჰადიაო.…მურადისთვის ასადის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს, ომის მერე მურადი, ახმედ ჩატაევთან” და "დუშმანასთან" ერთად შსს-ს რაზმებს წვრთნიდა, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად.”
ერთხელაც მურადმა დოკუ უმაროვის ვიდეოთხოვნა მიიღო - გამოცდილი ძმები გვჭირდებაო და თავისთან იხმობდა. ვინაიდან უკვე იყო პირდაპირი კავშირი უმაროვთან, გახარებულმა მარგოშვილმა, თანამებრძოლებთან ერთად, დაღესტანში შესვლა შეძლო. გარდა ამისა, საქართველო-დაღესტნის საზღვართან მდებარე სოფლებში მსურველებს დაეხმარა სამხედრო ჯგუფის ჩამოყალიბებაში. ამის შემდეგ გაჩნდა ახალი უსაფრთხო გზა საქართველოდან დაღესტანში გადასასვლელად. როგორც მარგოშვილის უახლოესი გარემოცვა პირად საუბრებში ადასტურებს, ამ მარშრუტით მართლაც დადიოდნენ შეიარაღებული ჯგუფები, ოღონდ მიმოსვლას მარგოშვილი აკონტროლებდა. ასე გრძელდებოდა 2012 წლის 25 აგვისტომდე, ანუ ლაფანყურის ავანტიურამდე.
მუსლიმ ალ შიშანი: "ვხვდებოდი, რომ ახალ ემირებს, რომლებიც დოკას (უმაროვი. -–ავტ.) გარშემო ბოლო დროს გამოჩნდნენ, უნდოდათ ამ გზის თავისკენ გადაქაჩვა, ევროპიდან ჩამოჰყავდათ ჯგუფები და ამ გზით გადაჰყავდა დაღესტანში. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ გზის კონტროლი სრულიად დავკარგე, აღარც დოკასთან მქონდა კავშირი. ერთხელ გავიგე, რომ ჩვენი ძმების კიდევ ერთი ჯგუფი აპირებდა დაღესტანში გადასვლას. ეს ამბავი რუსებმაც შეიტყვეს. მაშინ პირდაპირი კავშირი არ მქონდა დოკუ უმაროვთან, მაგრამ შევეცადე, გამეფრთხილებინა, რომ ჯგუფს რუსები ჩახოცავდნენ, მაგრამ ვერ შევძელი. ის ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებამ ჩახოცა (საუბარია ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციაზე. - ავტ.).”"კავკასიის ემირატში" დამნაშავის ძებნა დაიწყეს და ემირებმა ისევ ხელი ჩემკენ გამოიშვირეს. მე შარიათის სასამართლოსთვის არ მიმიმართავს, რადგან იმედი მქონდა, რომ დოკუ უმაროვი ყველაფერს გაარკვევდა და "ემირატი" დამნაშავეებს დასჯიდა, თუმცა ასე არ მოხდა. საქართველოდან წავედი თურქეთში, იქიდან - სირიაში, რათა დამოუკიდებლად მეწარმოებინა ჯიჰადი"”(ამონარიდი ერთადერთი ინტერვიუდან, "შამცენტრი").”
თუმცა მურად მარგოშვილი "კავკასიის ემირატმა" იქაც “იპოვა” და მისი დროშით ბრძოლა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მარგოშვილმა შარიათის სასამართლოს მიმართა, რომელმაც ის გაამართლა. ამასობაში დოკუ უმაროვიც გარდაიცვალა და "კავკასიის ემირატს" ახალი მეთაური ჰყავს...
ნინო ბურჭულაძე