"ვანანებ ყველას, ვინც მთავაზობდა გაქრისტიანებას ბინის და ფულის სანაცვლოდ" - ბათუმელი რადიკალი აჭარას ჯიჰადით ემუქრება (ექსკლუზივი)
"ჩვენ სამშობლოს მონები ვიყავით და მოუნდათ, თითოეული ქრისტიანის მონებად ვექციეთ"
"საზოგადოებრივ არხზე ყურანის გაკვეთილები უნდა დაუშვან აჭარაში"
"რომელი მონათლულები, 2 მილიარდზე მეტი ლარი რომ დაახარჯეს პროპაგანდისთვის?"
ბათუმელი რადიკალი მუსლიმის, თამაზ ჭაღალიძის განცხადებებმა და მოთხოვნებმა სოციალურ ქსელში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. 26 წლის ეკონომისტი, რომელიც ცდილობდა აჭარელი ეკომიგრანტების და მუსლიმების უფლებები დაეცვა, დღეს უკვე სირიაშია IშIშის დროშის ქვეშ იბრძვის და შაჰიდობას აპირებს. ჩვენ თამაზ ჭაღალიძეს Fაცებოოკ-ის საშუალებით დავუკავშირდით.
თამაზ ჭაღალიძე:
- 5 წელი აქტიურად ვიბრძოდი მშვიდობიანი გზებით მუსლიმთა განვითარებაზე, მაგრამ როგორც ხედავთ, ამის გამო სამშობლოს დატოვება მომიხდა. რომ მოესმინათ, უკეთესი იქნებოდა. ახლა გლობალურად შეცვლილია ყველაფერი და ჩვენს წინაშე პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვერ გადარჩებიან.
- რომელი პროცესებია უმართავი? ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას?
- საპატრიარქოს და პოლიტიკოსებს. ამაზე პასუხს აგებენ. სამოქალაქო სისხლის ღვრა რომ დაიწყება, ამაზე 5 წელია ვაფრთხილებ ყველას.
- სახელმწიფო ვერ შეძლებს სიტუაციის დარეგულირებას?
- სახელმწიფო ჩემთვის მოკვდა. როცა სპეცსამსახურები მემუქრებოდნენ, მაშინ ყველა ინსტანცია ამბობდა, რომ ქვეყნიდან გასაგდები ვიყავი, რადგან მე, მუსლიმთა და ემიგრანტი აჭარლების პრობლემებს რეალური სახით ვახმაურებდი.
დღეს პირველი და მთავარია, რომ აჭარელი მუსლიმების გაერთიანებას უნდა შეეშვან და ბათუმის ცენტრში მეჩეთი უნდა აშენდეს. დახურული მეჩეთები და პანსიონები უნდა გაიხსნას. პოლიცია არ ნიშნავდეს იმამებს, ასევე ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებს თავი დაანებონ. საზოგადოებრივ არხზე ყურანის გაკვეთილები დაუშვან აჭარაში.
- ეს ალბათ მიუღებელი მოთხოვნებია იმ კუთხისთვის, სადაც უამრავი მუსლიმი გაქრისტიანდა.. ალბათ გახსოვთ, რომ ხალხიც გამოვიდა მეჩეთის აშენების წინააღმდეგ.
- რომელი ხალხი, 36 მილიონი რომ დაახარჯეს? რომელი მონათლულები, 2 მილიარდზე მეტი ლარი რომ დაახარჯეს პროპაგანდისთვის? აჭარას ავტონომია რისთვის აქვს, ხალხი თბილისიდან და კახეთიდან რომ ჩამოჰყავთ? აჭარლები რომ გაასახლეს და სხვა ტომის ხალხი ჩამოასახლეს, ვერ ხედავთ? ჩვენ გვკითხეს, აჭარაში გვინდოდა ეს ყველაფერი, რაც ბოლო 25 წელია ხდება?! ჩვენ წარსული არ დაგვვიწყებია. ახლა არჩევანი აღარაა, რადგან ჩვენ ურწმუნოებთან დიალოგს აღარ ვაპირებთ, ჩვენვე გადავწყვეტთ , რა და როგორ იქნება.
- რას ერჩით იმ უდანაშაულო ხალხს, ვინც ამის გამო დაზარლდება?
- ვინ არის უდანაშაულო, რომ გამოდიან და პატარა ბავშვებს არ უშვებენ სასწავლებელში? ვინ არის უდანაშაულო, ჩამოთრეული ხალხით აჭარლებს პირიდან ლუკმა რომ წაართვეს, ისინი? ვინ არის უდანაშაულო, აჭარლები თუ გაყარეს აჭარიდან?! ჩვენ სამშობლოს მონები ვიყავით და მოუნდათ, თითოეული ქრისტიანის მონებად ვექციეთ. ამაზე თუ არ ვსაუბრობთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიცოდით. ერთი მუსლიმი ადამიანი მაინც დამისახელეთ, ვინც მთავრობაში მინისტრად დანიშნეს.
აი მაგალითად, იეღოველებს ევროპა იცავს და სტრასბურგში მთავრობას 500 000 ლარი მოუგეს მკალავიშვილის საქმეზე. მუსულმანები კი ადიგენში ძვლებში დაამტვრიეს და პირიქით, ჯარიმები გადაახდევინეს. გააპროტესტა ეს ვინმემ?!
100 000 აჭარელი მონათლეს იძულების წესით, 25 წლის მანძილზე. ამ რესურსს ვინმე აგვინაზღაურებს? კრიტიკა კი არა, მაგათ დაჩოქილ მუდარას მოისმენენ მუსულმანები, მე ვიძლევი ამის პირობას, თუნდაც ხვალვე მოვკვდე, ეს მაინც მოხდება. თქვენ რა გგონიათ, მე გიჟი ვარ, ან ჰაერზე ვსაუბრობ? მალე დადგება სამართლიანობის დღე!
მე დამსაჯეს იმისთვის, რომ მე ქრისტიანებს და მუსულმანთა შორის მეგობრობას ვცდილობდი. სამოქალაქო მშვიდობისთვის ვიბრძოდი, ახლა შარიათისთის ვიბრძვი. ყველა გამიხსენებს, რომ მე მართალი მუსლიმი ვარ. ვანანებ ყველას, ვინც მთავაზობდა გაქრისტიანებას ბინის და ფულის სანაცვლოდ. მურმან დუმბაძე და "სპირიდონა" დგას, ამ ყველაფრის უკან. დუმბაძეს აჭარაში სახელი უნდა. ის დიდ თამაშს თამაშობს, ამავეს აკეთებს თამაზ ბაკურიძეც. ვერ ხვდებით, აჭარას არა აჭარლები რომ მართავენ?!
- გამოდის, ჯიჰადს უცხადებთ აჭარას?
- ჯიჰადი ბრძოლაა ურწმუნოთა წინააღმდეგ. მე შაჰიდობა მინდა, სამოთხის ნახვა. ყველაფერი შესრულდება, რაც ყურანშია ნაწინასწარმეტყველები, ცოტაღა დაგვრჩა გამარჯვებამდე. მე როგორც ჩემები დამატოვებინეს და დედა ატირეს, ასე იტირებს ბევრის დედა, თუ არ "მოკეტავენ" და თუ ქობულეთში ბავშვებს ერთ კვირაში სასწავლებელში არ შეუშვებენ, ხაბაძეს თავს წავაგდებინებ ადრე თუ გვიან ! ჯიჰადი გლობალურია, საზღვრების გარეშე!
ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)