"ხალხის პარტიამ"" ხელმოწერების შეგროვება განაახლა
"ხალხის პარტიამ" თავის პროექტებზე ხელმოწერების შეგროვება მეტროსადგურ "რუსთაველთან" განაახლა.
როგორც ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა, უკვე მოგროვებულია ხელმოწერათა დიდი ნაწილი, რომელიც თითოეული კანონპროექტისთვის 28000-ს გასცდა. დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თვის ბოლომდე საჭირო რაოდენობის ხელმოწერა მოგროვდება, რის შემდეგაც კანონპროექტებს ხელმოწერებითურთ პარლამენტში შეიტანენ. "ხალხის პარტია" ხელმოწერებს აგროვებს 4 კანონპროექტზე, რომლებიც შეეხება საპენსიო ასაკის დაწევას, პენსიის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემას, მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული გადასახადისა და პარიტეტის დაწესებას საარჩევნო სისტემაში, ასევე თბილისის მერის არჩევნებში 50%-იანი ბარიერის შემოღებას.