მოხალისეებმა სტუდენტურად იხალისეს - კვირის პალიტრა

მოხალისეებმა სტუდენტურად იხალისეს

თბილისი 2015"-ის მოხალისეებმა სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის დაწყებამდე 7 თვეა დარჩენილი. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი პერიოდულად აწყობს სახვადასხვა სახის პრეზენტაციას და მოხალისეთა რეგისტრაციასაც აგრძელებს . სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღნიშნავად, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა , რეგისტრირებული მოხალისე სტუდენტებისთვის გასართობი ღონისძიება - სტუდენტური ესტაფეტა მოაწყო, რომელსაც სპორტკომპლექსმა "არენა 2"-მა უმასპინძლა.

ესტაფეტაში თბილისის ექვსი უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფი შეეჯიბრა ერთმანეთს. გამარჯვება კი ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დარჩა. მეორე ადგილზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ხოლო მესამეზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გავიდა. გამარჯვებულ გუნდს - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სპეციალური თასი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გადასცა და სტუდენტური დღე სამახსოვრო საჩუქრებითაც მიულოცა. "თბილისი 2015"-ის სიმბოლოიანი მაისურები და დიპლომები სტუდენტთა ესტაფეტის ყველა მონაწილეს გადაეცა. ალექსი ახვლედიანმა სიტყვით სპორტკომპლექსში შეკრებულ გულშემატკივრებსაც მიმართა და ევროპის ახალგაზრდული ფესტივალიში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. "გვჯერა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ აქტივობებში თქვენს ჩართულობას. მოგიწოდებთ დარეგისტრდიდეთ მოხალისედ და მომავალშიც გექნებათ შესაძლებლობა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაგეგმილი სპორტულ და გასართობ ღონისძიებების მონაწილე გახდეთ", - განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, მოხალისეთა რეგისტრაცია მომავალი წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.