სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმა. გამოძიების თანახმად, იკვეთება სისტემური დანაშაული, რადგანაც სახელმწიფო სტრუქტურები, დანაშაულის დაფარვის მიზნით, კოორდინირებულად“ მოქმედებდნენ. საქართველოს ექსპრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. 2006 წლის 27 იანვარს წამების შედეგად გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალი სისტემური დანაშაულის მნიშვნელოვან ნაწილად არის წარმოდგენილი.