დეკრეტული შვებულებით სარგებლობა მამებსაც შეუძლიათ - კვირის პალიტრა

დეკრეტული შვებულებით სარგებლობა მამებსაც შეუძლიათ

"კაცების 14% და ქალების 10% თვლის, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ფიზიკური შეურაცხყოფა, რათა შეინარჩუნოს ოჯახი. კაცების 65% და ქალების 53% ფიქრობს, რომ ქალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მოითმინოს იმავე მიზნით"

"კაცების უმრავლესობა ამბობდა, რომ ისინი სახლს არ ალაგებენ, გადამწყვეტი სიტყვა მათ ეკუთვნით, მაგრამ მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, კაცების 54% თვლის, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არსებობს…"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკმაოდ საინტერესო გვერდი გამოჩნდა, სახელწოდებით - "მამა, წიგნი წამიკითხე". როგორც აღმოჩნდა, ეს გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მამების ჩართულობის გაზრდას ბავშვების აღზრდაში.

მირიან ჯუღელი, გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტი:

- კვლევის მიხედვით, მამების ჩართულობა ბავშვის აღზრდაში როგორია?

- დაახლოებით 2 500 ადამიანი გამოიკითხა. გამოიკვეთა, რომ 0-6 წლამდე ბავშვებს მამების 82% წიგნებს ყოველდღიურად არ უკითხავს. მათ არ მიჰყავთ ბავშვები სკოლაში, არ უმზადებენ კერძებს. რაც უფრო იზრდება ბავშვი, ყოველდღიური კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო და უფრო იკლებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ კონკრეტულ საკითხზე გაგვეკეთებინა ეს პროექტი.

- ნახსენები კვლევის სხვა რომელ საკითხზე გაამახვილებდით ყურადღებას?

- მაგალითად, კაცების 14% და ქალების 10% თვლის, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ფიზიკური შეურაცხყოფა, რათა შეინარჩუნოს ოჯახი. კაცების 65%ქალების 53% ფიქრობს, რომ ქალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მოითმინოს იმავე მიზნით. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. გვაქვს მონაცემები კაცების ჩართულობის შესახებ, როგორც ვახსენე, სახლის დალაგებაზე, კერძების მომზადებაზე, საოჯახო ნივთების შეკეთებაზე, ტანსაცმლის რეცხვაზე. ამ ყველაფერზე აიგო მთელი ეს კამპანია, რომელიც გრძელდება და მომავალ წელს უფრო აქტიურ სახეს მიიღებს.

- მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სურათი ყველასთვის ცნობილია. გამოკითხვის შედეგები რამდენად დაემთხვა მოლოდინს?

- გააჩნია საკითხს. საოჯახო საქმეებში კაცების ჩართულობის კვლევისთვის მნიშვნელოვანი იყო საოჯახო საქმეების განაწილების შესახებ რესპონდენტთა განწყობებისა და მოლოდინების შესწავლა. ამ მიზნით რესპონდენტებს, მათი ამჟამინდელი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ეკითხებოდნენ, თუ როგორ იყო, არის ან სამომავლოდ იქნება განაწილებული მათსა და პარტნიორებს/მეუღლეებს შორის საოჯახო საქმეები. გამოიკვეთა საოჯახო საქმეების განაწილების შემდეგი სურათი: "ქალურ" საქმეებად ცხადდება ტანსაცმლის გარეცხვა, სახლის დალაგება, ოჯახში ჰიგიენური პირობების დაცვა, საჭმლის მომზადება და ბავშვების მოვლა. "მამაკაცურ" საქმედ, ტრადიციულად, საოჯახო ნივთების შეკეთება ითვლება. ძალიან საინტერესოა, რომ კაცების უმრავლესობა ამბობდა, რომ ისინი სახლს არ ალაგებენ, გადამწყვეტი სიტყვა მათ ეკუთვნით, მაგრამ მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, კაცების 54% თვლის, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არსებობს…

- რამდენიმე თვის წინ საქართველოში პირველად მოხდა, რომ მამაკაცი დეკრეტში გავიდა...

- კი, შვილის შეძენიდან 1 თვე მეც ვიყავი დეკრეტში. მას შემდეგაც სულ რაღაც ერთი თვეა, რაც სამსახურში გამოვედი. მე მხოლოდ 3-4 მამა მახსენდება, ვინც დეკრეტში გავიდა, ბევრმა არ იცის, რომ დეკრეტში გასვლა შეუძლია, ბევრს კი სამსახურში პრობლემაც შეექმნა. რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ ამაზე და მეტ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ