დევიდ დათუნას მორიგი წარმატება - კიდევ ერთი ქართველის ახდენილი ამერიკული ოცნება - კვირის პალიტრა

დევიდ დათუნას მორიგი წარმატება - კიდევ ერთი ქართველის ახდენილი ამერიკული ოცნება

მხატვარმა ახალი ნამუშევარი "მაიამი არტბაზელზე" წარადგინა

ის მსოფლიოში პირველი მხატვარია, რომელმაც გუგლის სათვალე დაუკავშირა თანამედროვე ხელოვნების ნუმუშს. გუგლის სათვალესთან ერთად ადამიანი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება.

მისი ოპტიკური ინსტალაციები "პუტინი - მონა ლიზა" - 269 ათას დოლარად, "ვოდიანოვა - მილიონების სიყვარული" - 600 ათას ევროდ, "სტივ ჯობსი / აინ რენდი" კი 210 000 დოლარად გაიყიდა...

Bloomberg Businessweek ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში დაბადებულმა და ამერიკაში მოღვაწე ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა დევიდ დათუნამ, "მაიამი არტბაზელის" ფარგლებში თავისი ახალი ნამუშევარი "ნოსტალგია უორხოლზე" წარადგინა. ინსტალაცია - მერილინ მონროს ათი პორტრეტი, დევიდ დათუნას სტილში, ოპტიკური ლინზებით არის შესრულებული. "ნოსტალგია უორხოლზე" არის, ენდი უორხოლის ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის, მერლინ მონროს პორტრეტის ახლებული გააზრება. მხატვრის განცხადებით, - ეს არის მოძრაობის ილუზია სამ განზომილებაში, რომელსაც მაყურებელი წარსულიდან აწმყოში გადაყავს და მომავლისკენ უბიძგებს.

შარშან ”მაიამი არტბაზელზე” დევიდ დათუნამ თავისი ცნობილი ნამუშევარი "ამერიკის პორტრეტი" წარადგინა. ეს არის პირველი ინსტალაცია, რომელსაც გააჩნია ინტელექტი და გუგლის სათავლის დახმარებით აქტიურდება. ეს ნამუშევარი წარდგენისთანავე "ამერიკის პორტრეტი" თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ნამუშევრად იქცა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ "მაიამი არტბაზელი" არის უმსხვილესი საერთაშორისო არტშოუ, რომელიც 1970 წლიდან ყოველწლიურად იმართება მაიამიში და წარადგენს თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს. მასში 250 გალერეა მონაწილეობს. არტშოუს 70 000 - მდე დამთვარიელებელი სტუმრობს.

დევიდ დათუნა, დღეს ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანია. მისი გამოფენები მთელ მსოფლიოში იმართება. ა.წ. 18 ნოემბერს მან საქართველოს აჩუქა მის მიერ შექმნილი საქართველოს დროშა "საქართველო - მილიონების იმედი", რომელიც ათასობით ოპტიკური ლინზისგან არის შექმნილი.

ის მსოფლიოში პირველი მხატვარია, რომელმაც გუგლის სათვალე დაუკავშირა თანამედროვე ხელოვნების ნუმუშს. გუგლის სათვალესთან ერთად ადამიანი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება. ნამუშევარი აუდიტორიას ეკონტაქტება, იძლევა შეკითხვებს სათვალის ეკრანზე, შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელს ხელოვნების ნაწარმოებთან "საუბარი" შეუძლია.

დევიდ დათუნა 1974 წლის, თბილისში დაიბადა. 1999 წლიდან მუდმივად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. საერთაშორისო სახელოვნებო წრეები და გამოცემები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძვირადღირებული მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც მთელ მსოფლიოში იყიდება. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება. მხატვრის ტექნიკა "მილიონების ხედვაში", გამოიხატება პოზიტიური და ნეგატიური ოპტიკური ლინზების კავშირით, რომლებიც ფენა-ფენა დადებული, მოხატული და კოლაჟირებული დიდი მასშტაბის სურათის წინ მაგრდებიან. შერეული მედიაპალიტრა ხშირად მოიცავს ფოტოსურათებს, გაზეთების სათაურებს, ჟურნალების ამონაჭრებს, ფერებსა და ნახატებს. პრიზმული ზედაპირი თან მალავს და თან წარმოაჩენს მის უკან არსებულ ნაშრომს, ხოლო თვითონ ლინზები ინდივიდუალური იდენტობის, ილუზიის, აღქმნის, დანაწევრებისა და გაერთიანების სიმბოლოებს წარმოადგენენ.

თბილისში დაბადებული და გაზრდილი დევიდ დათუნა თავის შემოქმედებას არტმიმართულების ხელოვნებაში "ახალ მიმდინარეობას" უწოდებს. მისი ოპტიკური ინსტალაციები "პუტინი - მონა ლიზა" -269 ათას დოლარად, "ვოდიანოვა - მილიონების სიყვარული" - 600 ათას ევროდ, "სტივ ჯობსი / აინ რენდი" კი 210 000 დოლარად გაიყიდა...