თუ მწერალი არ გამოხვალ...
ბოლო წლების მანძილზე 49 წლის ბრუკ შილდსი გადასაღებ მოედანზე აღარ ჩნდება - ერთ დროს გიჟმაჟი სექსუალური მზეთუნახავი გადაღებებზე უარს აცხადებს და ოჯახითა და წიგნების წერითაა დაკავებული. ვარსკვლავმა საზოგადოებას უკვე მეორე წიგნი წარუდგინა - "იყო პატარა გოგონა: ჩემი და დედაჩემის ნამდვილი ამბავი".
კრიტიკოსთა თქმით, ბრუკს, რომელსაც 50 წლის ქმართან, პროდიუსერ კრის ჰენჩთან ორი ქალიშვილი -11 წლის როუენ ფრენსისი და 8 წლის გრირ ჰემონდი ჰყავს, კარგად ესმის გოგონების ენა და წიგნს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. შესანიშნავ ფორმაში მყოფ მსახიობს კი პრეზენტაციაზე სადად ეცვა - ყურადღებას მხოლოდ მისი კაბის მასიური სახელოები იქცევდა, რომლებიც 50 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასი ქვებით იყო შემკული.