"ქალებმა, მათზე ძალადობის შემთხვევაში, ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ" – რას გვირჩევს ევრსაბჭოს წარმომადგენელი
"ოჯახური ძალადობის პრობლემა ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს"
"ის, რომ ქალებს საკუთრი ქმრები სცემენ და კლავენ, ვფიქრობ, ნებისმიერი აღმსარებლობის მოსახლეობისთვის მიუღებელი უნდა იყოს"
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა 2014 წელს მართლაც, რომ საშიშ ზღვარს მიაღწია. ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ გვესაუბრება ევროპის საბჭოს ადამიანთა ღირსებისა და თნასწორობის დეპარტამენტის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის კავშირის ხელმძღვანელს იოჰანნა ნელესს ესაუბრა.
- რა არის მთავარი პრობლემა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას კავკასიის რეგიონში, კერძოდ კი საქართველოში?
- რეგიონში ამ მიმართულებით არსებული პრობლემები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ესაა მსხვერპლისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების ნაკლებობა; ის, რომ ოჯახურ ძალადობას ადამიანის უფლებათა დარღვევად ყველა არ აღიარებს; კონკრეტული გენდერული სტერეოტიპები, რაც ნეგატიურ როლს თამაშობს და ა. შ.
- აღნიშნეთ, რომ საზოგადოებას ოჯახური ძალადობის მცდარი აღქმა აქვს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ზოგიერთ რეგიონში, სადაც ადგილობრივი ტრადიციები ზოგჯერ ძალადობას ახალისებს კიდეც...
- ამ ტრადიციებთან გასამკლავებლად მთავარია გრძელვადიანი მოქმედება როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოების მხრიდან. უნდა დაიწყოს ფუნდამენტური ცვლილებების პროცესი. ასეთ ცვლილებებს კი თაობები, ან სულ მცირე, ერთი თაობა მაინც სჭირდება. ეს ერთ ღამეში არ მოხდება. რა თქმა უნდა, მსგავსი ცვლილებები შეუძლებელია მოხდეს მამაკაცთა ჩართულობის გარეშე, რომელთაგან ქალები პარტნიორებად უნდა იყვნენ მიჩნეული, პარტნიორებად არა მხოლოდ ურთიერთობებში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ყოველივე ამას სჭირდება სიტუაციის ფუნდამენტური გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის სფეროში. სწორედ ამას მოუწოდებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბულის) კონვენცია - საჭიროა მეტი გენდერული თანასწორობის მიღწევა, რადგან სწორედ გენდერული უთანასწორობაა ყველა იმ ძალადობის ფორმის მიზეზი და შედეგი, რასაც ვხედავთ. ეს უნდა გახდეს საჯარო მსჯელობის საგანი, ქალებმა უნდა ილაპარაკონ ამაზე და საზოგადოებამ უნდა თანაუგრძნოს მათ. თუ მათ შეეშინდებათ, თუ იფიქრებენ, რომ მათ ზურგს შეაქცევენ, დასცინებენ და არ დაუჯერებენ, ისინი აღარ შეეცდებიან დახმარების პოვნას. საჭიროა, შევქმნათ გარემო, სადაც ქალები თავს კომფორტულად იგრძნობენ და საკუთარ პრობლემებზე ილაპარაკებენ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამას სჭირდება პოლიციის მიერ პროფესიონალური მიდგომა. უნდა მოხდეს პოლიციის მუშაკების სწორი მიმართულებით დატრენინგება, კანონმა საშუალება უნდა მისცეს მათ საშუალება აღმოუჩინონ ქალებს პრაქტიკული დახმარება. ასე რომ, უპირველესად მნიშვნელოვანია განათლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვები ურთიერთობების შესახებ თავიდანვე სწორად ჩამოყალიბებული შეხედულებებით იზრდებოდნენ. ასე რომ, ძალიან ბევრი აგურია დასადები საზოგადოების ძალადობისგან გასათვისუფლებელ საქმეში.
-კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ - ეკლესიისა და რელიგიის ფაქტორს საზოგადოებაში, სადაც ეკლესია ფენომენალური პატივისცემით და ავტორიტეტით სარგებლობს. როგორც უნდა მოხდეს ლიბერალური ფასეულობების გატარება ისე, რომ რელიგიური მოსახლეობა არ იქნას შეურაცხყოფილი?
- ეს არ უნდა იქნას აღქმული, როგორც კამპანია მორწმუნეთა წინააღმდეგ. ეს უნდა მოხდეს მათთან ერთად. ვფიქრობ, უნდა მოხდეს იმ სარგებელის დემონსტრირება, რაც ძალადობისგან თავისუფალ მსოფლიოს მოაქვს. ის, რომ ქალებს საკუთრი ქმრები არ უნდა სცემდნენ და კლავდნენ, ვფიქრობ, ეს ნებისმიერი აღმსარებლობის მოსახლეობისთვის მისაღები უნდა იყოს
- ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება მსხვერპლთა მხრიდან ხმამაღლა ლაპარაკისა და ძალადობის შემდეგ თავშესაფრის ვერ პოვნის შიშია...
- ყველაზე მნიშნელოვანი ნაბიჯი ძალადობაზე ლაპარაკისას, რა თქმა უნდა, დანაშულის დამნაშავესთვის და არა მსხვერპლისთვის გადაბრალებაა, ასევე ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ქალი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, არ შერცხვება და თავს დამნაშავედ არ იგრძნობს იმაზე ლაპარაკისას, თუ რა ხდება მის ოჯახში. ასეთ შემთხვევაში ისინი ილაპარაკებენ. საზოგადოებამ უნდა იზრუნოს ასეთ ქალებზე და ყველაზე უკეთ ამას თავშესაფრები შეძლებენ. თუ თავშესაფარი მათ ახლოს მდებარეობს, ეს კიდევ უფრო გაუადვილებს ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს სახლიდან წამოსვლას და თავის პრობლემებზე ლაპარაკს. თავშესაფარი არ ნიშნავს მხოლოდ თავზე სახურავს, ოთახს, სადაც დარჩენა შეეძლება, ეს ნიშნავს კონსულტაციებსა და მორალურ თანადგომას. ეს ნიშნავს თქვენი ცხოვრების ხელმეორედ დაწყებას, სამართლებრივ რჩევებს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ა. შ.
- როგორ უნდა დაუბრუნდეს ქალი იმ საზოგადოებას, რომელიც ფიქრობს, რომ თუ მოძალადე ქმრის დატოვებას ცდილობ, დამნაშავე შენ ხარ და არა - ქმარი?
- საზოგადოების ხედვა უნდა შეიცვალოს - მსხვერპლი არასდროს უნდა დავადანაშაულოთ. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ მოძალადე პარტნიორია.
- ბოლოს გკითხავთ იძულებით და გარიგებით ქორწინებაზე, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ ეს პრობლემა არსებობს, თუმცა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა, პრობლემის აღმოფხვრის ეფექტიანი გზების პოვნა...
- გავიმეორებ, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ისევ და ისევ განათლება და იმ ტრადიციებისა და მიდგომების განხილვის პროცესის დაწყებაა, რომელსაც მავნე გავლენა აქვს ქალებისა და გოგონების სიცოცხლეზე. ეს უნდა მოხდეს ამ ტრადიციების მიმდევართათვის ნეგატიური შედეგების ჩვენებით.