ვინ ელის 16 დეკემბერს დედამიწაზე 6-დღიანი უკუნის გამეფებას?!. რატომ უკავშირებს მიხეილ ცაგარელი NASA-ს შავ ძალებს - კვირის პალიტრა

ვინ ელის 16 დეკემბერს დედამიწაზე 6-დღიანი უკუნის გამეფებას?!. რატომ უკავშირებს მიხეილ ცაგარელი NASA-ს შავ ძალებს

"ასე მგონია, რომ NASA -ში ვიღაც ზის, რომელიც შავ ძალებს ემსახურება. ძალიან აწყობს ამ შავ ძალას საზოგადოებაში პანიკის მოწყობა და ხალხის ენერგიის მიტაცება"

"მეცნიერები იმედოვნებენ, რომ საკვლევ კომეტაზე აღმოაჩინონ იმ ფორმის ამინომჟავის კვალი, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის საფუძველს წარმოადგენს"

"დედამიწას სულ ეცვლება რაღაც, მაგრამ მადლობა ღმერთს, მისი ორბიტა სტაბილურია და არსად მიდის"

"2014 წლის დეკემბერში დედამიწა 6 დღით დაბნელდება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს. NASA-ს სპეციალისტების თქმით, ეს 16 ან 22 დეკემბერს მოხდება. დედამიწის დაბნელების მთავარი მიზეზი მზის ქარიშხალი გახდება, რომელიც ჩვნეს პლანეტას რამდენიმე დღით ბუნებრივი შუქის გარეშე დატოვებს. მტვერი მზის შუქის 90 პროცენტს დაფარავს.ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის ჩარლზ ბოლდენის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ის ყველას სიმშვიდისაკენ მოუწოდეს. ეს იქნება მზის ქარიშხლეიბს ისტორიაში ყველაზე გასაოცარი ფაქტი, რომლის საერთო ხანგრძლივობა 216 საათს გასტანს. გარდა ამისა, ნასას მესვეურები აცხადებენ, რომ ექვსდღიანი დაბნელება დედამიწას სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს." - ეს ინფორმაცია ბოლო ხანს აქატიურად ვრცელდებოდა ინტერნეტსივრცეში. მოგხესენებათ, ადამიანების ფანტაზია მართლაც რომ უკიდეგანოა, ჰოდა, ერთ-ერთი დეზმინფორმატორი უცხოური საიტის მიერ გავრცელებული ეს ამბავი, მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენში, ადვილად დაიჯერეს და მეტიც, გაამრავალფეროვნეს კიდეც. ჩვენში ბევრს შეხვდებით, ვინც კვლავაც გარდაუვალი დაბნელების მოლოდინშია და ამის მიზეზს ხან ბიბლიით ხსნის, ხანაც ასტრონმიული თუ ასტროლოგიური წიაღსვლებით.

გია მაჩაბელი, ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი:

- ცხადზე ცხადია, რომ ესეც მორგი უსაფუძვლოა შფოთვაა... ჩვენთან სულ ცდილობენ პანიკა დათესონ და მოლოდინი იყოს, რომ რაღაც საშინელება ხდება. მიწისძვრის დროსაც სულ იგონებენ, არიქა, ღერძი გადაიხარაო.. დედამიწას სულ ეცვლება რაღაც, მაგრამ მადლობა ღმერთს, სტაბილურია მისი ორბიტა და არსად მიდის. არანაირი კატასტროფა არ იქნება, მით უფრო, რომ არანაირი ცნობები კატასტროფაზე მეცნიერულად ცნობილი არ არის. ჟურნალისტები სულ რაღაცას იგონებენ და ეს სენსაცია საინტერესო ჰგონიათ... შუა საუკუნეებშიც აღარ იყო ისეთი პანიკა, რაც ამ ბოლო დროს აქ არის მზის დაბნელების თუ სხვადასხვა მოვლენის დროს. მიწისძვრის დროს რომ ადამიანი იღუპება ცხადია ტრაგედიაა და ძალიან სამწუხარო, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ ჩნდება დედამიწა დაიღუპებაო, არ მესმის რატომ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება.. ეს უკვე ფსიქიატრების გასარჩევია და არა ფიზიკოსის და ასტრონომის. ჩვენი ყოფა ისეთია, რომ ეტყობა სულ რაღაცის შიში გვაქვს... გვინდა რომ სულ ციდან მოდიოდეს რაღაც, კომეტებიდან და საიდანღაც...

- ბატონო გია, ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ონფორმაცია, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ისტორიას მოეფინოს ნათელი. ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზონდი "ჰილაე" წარმატებით დაეშვა ე.წ. ჩურიუმოვ-გერასიმონეკოს კომეტაზე. ზონდი კოსმოსურ აპარატ როზეტას 12 ნოემბერს გამოეყო, რომელმაც დედამიწა ჯერ კიდევ 2004 წლის 2 მარტს დატოვა და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მიფრინავდა კომეტისკენ. მეცნიერები იმედოვნებენ, აღმოაჩინონ L- იმ ფორმის ამინომჟავის კვალი, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის საფუძველს წარმოადგენს...

- ეს მართლაც კარგი ამბავია, ვფიქრობ, მოხერხდება კარგად შეისწავლონ რისგან შედგება კომეტა, რა ნივთიერებებისგან.. ერთ-ერთი დღემდე დაუდასტურებელი ვერსიით, დედამიწაზე სიცოცხლე კომეტებმა შემოიტანეს, შესაბამისად ამის დასადასტურებლად შეიძლება იქ მართლაც აღმოაჩინონ ნივთიერებები, რომელიც ამ ვერსიას გაამყარებს, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად ბუნდოვნი და გაუგებრი იყო. კომეტის შესწავლაში ახალი არაფერია.

დაბნელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სხვაგვარად აფასებს:

- შეგახსენებთ, NASA 2012 წლის 12 დეკემბერსაც გვაფრთხილებდა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე დასრულდებოდა. გაცილებით ადრეც გვაშინებდნენ... მერე გამოდიან და იძახიან, ჩვენ არ გვითქვამსო, არადა, ამ პანიკის დათესვას სწორედ NASA-დან ცდილობენ და დეზინფორმაციასაც მიზანმიმართულად ავრცელებენ. ასე მგონია, რომ NASA -ში ვიღაც ზის, რომელიც შავ ძალებს ემსახურება. ძალიან აწყობს ამ შავ ძალას საზოგადოებაში პანიკის მოწყობა და ხალხის ენერგიის მიტაცება, ეს ძალები სწორედ ამ ნეგატიური ენერგიით იკვებებიან. ძალიან ცოტა დროა 16 დეკემბრამდე დარჩენილი და ყველა ვნახავთ, რომ არაფერიც არ მოხდება. თუმცა დათესილია საყოველთაო პანიკა, გამოიყოფა უარყოფითი ენერგია, რომლის აკუმულირებას ვიღაც ეწევა, ვისაც ზუსტად ეს უარყოფითი ენერგია სჭირდება...

- ვის და რატომ უნდა სჭირდებოდეს?

- ადვილი მისახვედრია, აბა, ჰელოუენი რისთვისაა მოგონილი? 31 ოქტომბერი არის შავი მაგიის ჯადოსნური ზონა. ამ დღეს ხდება გროვდება უზარმაზარი უარყოფითი ენერგია, რომელსაც მასონური ჯგუფების შავი ძალები იკრებენ. მერე ამას გამოიყენებენ მათი ტექნიკისა და მიზნებისთვის... ვიცი რა, ეზოთერული პრინციპები, ძალიან კარგად ვხვდები, ვის აწყობს ყოველივე ეს... რაც უფრო მშვიდად ვიქნებით, მათ მით უფრო "მოეხაზებათ". ვიყოთ მშვიდად, წყნარად და ყველაფერი კარგად იქნება!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)