რა საჩუქარი ელოდებათ სანტა კლაუსისგან ძლიერთ ამა ქვეყნისა
სულ მალე ახალი წელი მოვა. ყველა ელოდება თავის წილ საჩუქარს. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები. ვნახოთ, რას აჩუქებს სანტა-კლაუსი ძლიერთ ამა ქვეყნისა.
1- ეკა ბესელიას სანტა-კლაუსი ქართულ-ინგლისურ ლექსიკონს აჩუქებს;
2- სანტა მიხეილ სააკაშვილს აჩუქებს ჯერონიმოს და შემდეგ ვიხილავთ ახალ დუეტს - ძებნილისა და ჯერონიმოს შესრულებით!
3- ქეთი დოლიძემ წელს საჩუქარი არ ინდომა, რადგან აღმოჩნდა, რომ სანტა-კლაუსს მისი "კუკარაჩა" არ აქვს ნანახი (!!!!!!!!) .
4- წელს უსაჩუქროდ რჩება გიორგი მარგველაშვილი, რადგან სანტა არავის გაუფრთხილებია, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, მით უმეტეს, გიორგი მარგველაშვილი.
5- მანანა ბერიკაშვილს თეთრწვერა ბაბუა ჭოლასა და დოის(!!!!) აჩუქებს!
6- ალექსანდრე ჭიკაიძესთან წელს სანტა არ მივა და მას "თალიბანი" მიუტანს უცხო სიტყვათა ლექსიკონს და სათამაშო დანას;
7- ზოგადად, მთავრობისთვისაც აქვს საჩუქარი ლაპლანდიელ მოხუცს - სარეკლამო ადგილი "NEW YOURK TIMES"-ში, სადაც შეუძლიათ დაწერონ თუ რამდენჯერ გაიზარდა პენსიონერებისათვის პენსიები;
8- კომპასი ხვდა წილად წელს ინგა გრიგოლიას;
9- ნოდარ ხადურმა გადაწყვიტა წელს საკუთარი თავის საჩუქართგამრიგე თვითონ იყოს და ძვირადღირებული ტელეფონი იჩუქა მსუყე პრემიითურთ;
10- კოკა ყანდიაშვილს სანტა ზუსტად 00:00-ზე დანიიდან იმ ადამიანს ჩამოუყვანს ვინც წლების განმავლობაში ურეკავდა;
11- ბიძინა ივანიშვილს სანტა ახალ პრეზიდენტს აჩუქებს;
12- მიხეილ ხუბუტიას სანტას ნაცვლად, ვლადიმერ პუტინი აჩუქებს რაიმე სიმბოლურს და ამით, ბატონ მიხეილს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება მადლობა გადაუხადოს ოკუპანტ ძმას;
13- ირაკლი ღარიბაშვილს სანტას ნაცვლად ბატონი ბიძინა აჩუქებს საკუთარი ციტატების კრებულს, რათა პრემიერმა მუდმივად მოიშველიოს ისინი. რაც მთავარია, პრემიერს შეეძლება, კიდევ ერთხელ გადაუხადოს მადლობა ბატონ ბიძინას.
14- დავით ნარმანიას სანტა ერთ დიდ, ნორმალურ ნაძვის ხეს აჩუქებს, რათა თბილისის მერმა ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს პარლამენტის წინ მდგომი სიმახინჯე;
15- თემურ ქეცბაია სანტამ ევროპარლამენტარის მანდატით დაასაჩუქრა;
16- კულტურის მინისტრს ლაპლანდიელი ბაბუა დასანგრევი კულტურული მემკვიდრეობის სიას და ბეევრ საახალწლო ასაფეთქებელს აჩუქებს;
17- დასაქმების სააგენტო HR.GOV.GE-ს, სანტამ "ვენოკი" აჩუქა;
18- მინდია ჯანელიძეს საახალწლოდ კომპეტენტურ თანამშრომლები ეყოლება;
19- კახა კალაძეს სანტა-კლაუსისგან ზამთრისთვის ყველაზე საჭირო საჩუქარი ერგო - ე.წ. "დვიჟოკი";
20- შალვა ნათელაშვილს სანტა-კლაუსი საკუთარ ტანსაცმელს აჩუქებს და ერთხელ მაინც ანდობს საჩუქრების დარიგებას;
21- ზაქარია ქუცნაშვილს ქუდის ფორმის კონსტიტუცია ერგება;
22- თეა წულუკიანს სანტა ე.წ. "სკოჩს" აჩუქებს, რათა იუსტიციის მინისტრმა კიდევ მინისტრის სავარძელზე კიდევ უფრო მყარად იგრძნოს თავი;
23- "რუსთვი-2-ს" სანტა-კლაუსი ორწლიან ნატვრას აუსრულებს და აჩუქებს ისეთ საქართველოს, სადაც ხელისუფლებაში კვლავ "ნაციონალები" არიან;
24- გია ჯაჯანიძეს სანტა ერთ ხელ ნორმალურ და ადამიანურ სამოსს აჩუქებს;
25- "GWP"-ს სანტამ საახალწლოდ ქართველი ხალხის "გულთბილი" მოკითხვით სავსე წერილი დაახვედრა;
26- სანტამ ზურაბ ზვიადაურს სპეციალური, ოლიმპიური ბატუტი აჩუქა - აჰა, ძმაო, წადი და რამდენიც გინდა იხტუნავეო;
27- ...და ბოლოს, სანტამ არც ქართველი ხალხი დატოვა უსაჩუქროდ ჩვენს პარლამენტარებს აჩუქა "ბრძოლა წესების გარეშეს" დაარბაზი, სადაც დღენიადაგ შეეძლებათ ერთმანეთის ცემა...