"მაკდონალდსის" პროდუქციაში პლასტმასის ნაჭრები იპოვეს
იაპონიაში "მაკდონალდსი" სკანდალში გაეხვა. ქვეყნის სხვადასხვა პრეფექტურაში არსებულ კომპანიის სწრაფი კვების ობიექტებში მომხმარებლებმა ქათმის ნაგეტსებში პლასტმასის პატარ-პატარა ნაჭრები იპოვეს. კლიენტთა უკმაყოფილებამ დედაქალაქმდე ჩააღწია, მსგავსი ფაქტები ტოკიოშიც დაფიქსირდა, იაპონიის ქალაქ მისავაში კი - მომხმარებელმა ქათმის ნაგეტსში საერთოდ პასტმასის ელექტროსადენის ნაკუწები აღმოაჩინა. რესტორნის თანამშრომლები განაწყენებულ მომხმარებლებს გადახდილ ფულს უკან უბრუნებენ და ბოდიშსაც უხდიან, თუმცა ეს შელახულ რეპუტაციას არ შველის. "მაკდონალდსის" ხელმძღვანელობა გეგმავს საერთოდ ამოიღოს გაყიდვიდან 957 ათასი ქათმის ნაგეტსი, რომელიც ტაილანდშია დამზადებული. კომპანიაში ამბობენ, რომ იკვლევენ თუ როგორ მოხვდა პლასტამის ნაჭრები პროდუქციაში.