"უკვე დიდი ხანია ვუთმენთ ვაჭარაძეს ეკლესიის და პატრიარქის ლანძღვას" - "იდენტობის" წინააღმდეგ აქციას გამართავენ
"იდენტობა" თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას დავალებით მოქმედებს"
"ხელისუფლებას მართებს სიფხიზლე, თორემ აქციის ჩატარება არანაირი პრობლემა არაა, მთავარია ეს არ იყოს ჩაქოლვსიკენ მოწოდება. 2013 წლის 17 მაისი აღარ უნდა გამეორდეს."
"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ოფისთან აქციის გამართვას აპირებს. მის პოსტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, იყო მუქარისშემცველი განცახდებებიც: "აქცია კი არა მოლოტოვის კოქტეილი უნდა მაგას", "ლულა უნდა პირში" - ვკითხულობთ კომენტარებში. "იდენტობის" წარმომადგენლის, ირაკლი ვაჭარაძის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვაჭარაძემ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა". სადღობელაშვილის ამ განცხადებას ვაჭარაძე ექსტრემიზმის გამოვლინას უწოდებს და შსს მიმართვს რომ აქციის დროს პოლიციის მობილიზება მოხდეს. ჩვენ დავუკავშირდით "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთ ლიდერს ანი დარსალიას და კომენატრი ვთხოვეთ:
- "იდენტობა" "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი ორგანიზაციაა და ისინი თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას დავალებით მოქმედებენ. 9 წლის განმავლობაში როცა ყველას ძალიან კარგად მოეხსენებოდა თუ ვინ ებრძოდა პატრიარქს - ეს იყო გიგა ბოკერია, რადგან მან იცოდა რომ ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი პატრიარქი ჩვენს ქვეყანას აძლიერებს. ახლა ბოკერია უშუალოდ აღარ ჩანს და თავისი წვრილ-წვრილი არასმთავრობო ორგანიზაციების საშუალებით ებრძვის ეკლესია და ლანძღავენ პატრიარქს. ირაკლი ვაჭარაძე გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით და დიდი მონდომებით ლანძღავს ჩვენს პატრიარქს, თუმცა ის ასევე ცუდად ეხება ჩვენს სარწმუნოებას. 7 იანვარს როდესაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გავრცელდა ვაჭარაძემ საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა პოსტი, რომელიც ყველა მართლმადიდებლისათვის შეურაცხმყოფელი იყო და ჩვენ ჩავთვალეთ რომ ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ვთვლით რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ "იდენტობის" მსგავსი ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც მხოლოდ იმისთვის არიან მოწოდებული, რომ ჩვენი რელიგია შეურაცხყონ.
- საპროტესტო აქციის გამართვას ხომ არ ჯობდა, შედარებით უფრო ცივილური ფორმა აგერჩიათ და სასამართლოსთვის მიგემართათ?
- სასამართლოსაც აუცილებლად მივმართავთ, რადგან კანონი ჩვენს მხარეზეა. ასევე მივამრთავთ პროკურატურასაც და მოვითხოვთ საქმის აღძვრას. ჩვენ საპროტესტო აქცია იმიტომ დავგეგმეთ რომ ვაჭარაძისნაირმა ადამიანებმა დაინახონ საზოგადოების ძალა, ნახონ და შეიგნონ, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდები თავს არ ხრიან, შეიგნონ რომ ჩვენთვის პატრიარქი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვლახავთ უმცირესობების უფლებებს, მეტიც ყველას უფლებას ვცემთ დიდ პატივს. პიროვნულად არავის შევეხებით, რადგან პიროვნების თავისუფლებას ჩვენი კონსტიტუცია იცავს, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვუთმენთ ვაჭარაძეს ეკლესიის და პატრიარქის ლანძღვას, არ ვიღებთ ხმას იმის იმედით რომ გაჩერდება, მაგრამ ვაჭარაძ მაინც არ ჩერდება, მაქსიმალურად აღიზიანებს საზოგადოებას და აღვივებს შუღლს.
"აჰა, ჩვენთანაც დაიწყო. ხელისუფლებას მოვუწოდებ ეს ხალხი დროზე დააოკოს, თორემ მერე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს!"- ასე გამოეხმაურა მუქარისშემცველ განცახდებებს ჟურნალისტის მერაბ მეტრეველი თავის "ფესიბუქგვერდზე." ჩვენ დავუკავშირდით მერაბსაც:
- არ ვიცი "თავისუფალი თაობა" რა აქციას ატარებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ "ფეისბუქზე" გავრცელებული მათი კომენტარები, სადაც იმის მუქარა: "დაუშვით მაგას", "ლულა ჩაუდეთ პირში" და სხვ. ზოგადად აქციის ჩატარება არაა პრობლემა, აბსოლუტურად შესაძლებელია რომ ერთ მხარეს არ მოეწონოს მეორე მხარის ნათქვამი, მაგრამ მთავარია ეს ყველაფერი უმართავი არ გახდეს და არ გადაიზარდოს ერთმანეთის ცემა-ტყეპაში. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს ყველაფერი ჩარჩოებში მოაქციოს, გააკონტროლოს რათა არ გასცდეს აზრის გამოხატვის უფლებას. კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამის საშიშროება მართლაც არსებობს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებას მართებს სიფხიზლე, თორემ აქციის ჩატარება არანაირი პრობლემა არაა, მთავარია ეს არ იყოს ჩაქოლვსიკენ მოწოდება. 2013 წლის 17 მაისი აღარ უნდა გამეორდეს.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)