"ქეთი დოლიძე მეწვრილმანე ადამიანია?" - დოლიძემ როინიშვილი თეატრიდან გაუშვა - კვირის პალიტრა

"ქეთი დოლიძე მეწვრილმანე ადამიანია?" - დოლიძემ როინიშვილი თეატრიდან გაუშვა

"ქეთი დოლიძემ თუმანიშვილის თეატარში, ჯერ თუმანიშილის დამტკიცებული როლიდან მომხსნა, ახალა კი თეატრიდანაც გამომიშვა."

"რობერტ სტურუა რომ უშვებს მსახიობებს თეატრიდან, იმით რატომ არ ინტერესდებით?!"

"ჩემი 30 წლიანი მუშაობა თუმანიშვილის თეატრში დასრულდა... დღეს შემატყობინეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა (ქეთი დოლიძემ) ჩემთან ხელშეკრულება არ გააგრძელა იმ მიზეზით, რომ ორი წელი სპექტაკლი არ მითამაშია, ოღონდ თვითონ ამომიღო ყველა მოქმედი სპექტაკლიდან, რა უფლებით? - დღესაც არ ვიცი. როგორც ვატყობ, თუმანიშვილის თეატრში სამართლიანობა აღდგა, დოლიძემ კი ღირსება დაიბრუნა..." - ეს სტატუსი თუმანიშვილის აწ, უკვე ყოფილმა მსახიობმა გია როინიშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

ჩვენ დავუკავშირდით, ქეთი დოლიძეს და გია როინიშვილის თეატრიდან გაშვების მიზეზებით დავინტერესდით:

- გაგიჩნდათ ხომ ჟურნალისტებს საქმე, რობერტ სტურუა რომ უშვებს მსახიობებს თეატრიდან, იმით რატომ არ ინტერესდებით?!  როინიშვილი გავუშვი იმის გამო, რომ 6 წელია სპექტაკლში არ უთამაშია, რა უნდა მსახიობს თეატრში თუ არ თამაშობს?! რაც პარლამენტარი გახდა, თეატრი საერთოდ აღარ აინტერსებდა, თუმცა ხელფასს იღებდა და საერთოდ არ გასჩენია უხერხულობის განცდა. მე რა უნდა მექნა, როდესაც მაგის კოლეგა მსახიობები ამბობდნენ, რომ არ დადგებოდნენ მაგასთან ერთად სცენაზე.

- ვინ ამბობდა, იქნებ კონკრეტულად დაასახელოთ?

- მე რატომ უნდა დავასახელო. ტყუილს ამბობს, რომ იძახის, ქეთი დოლიძემ მომხსნა სპექტაკლებიდანო. მე არაერთხელ ვთხოვე რომ ეთამაშა, მათ შორის ჩემს სპექტაკლშიც, მაგრამ უარს ამბობდა. რა პოლიტიკურ მოტივზე ლაპარაკობს, მე რომ გამიშვეს თეატრიდან სწრედ პოლიტიკური მოტივით ან ფესტივალი რომ დამიხურეს, მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა, ან საერთოდ უსამართლობის წინააღმდეგ ოდესმე აუმაღლებია ხმა?!

"კვირის პალიტრა" გთავაზობთ გია როინიშვილის პოზიციასაც.

- ბატონო გია, ქეთი დოლიძისგან გაიგეთ გათავისუფლების ამბავი?

- არა, თვითონ აირიდა ეს თავიდან და დასის გამგეს, ძალიან კარგ გოგონას დაარეკინა, რომელიც ტიროდა, როდესაც ეს ამბავი მითხრა. მიზეზი ის არის თურმე, რომ ორი წელიწადია სპექტაკლში არ მითამაშია. ისმის კითხვა, - და რატომ არ მითამაშია? - იმიტომ, რომ ქალბატონმა სამხატვრო ხელმძღვანელმა თვითონ ამომიღო ორი მოქმედი სპექტაკლიდან, ახალ სპექტალებზე აღარ არის ლაპარკი. მათგან ერთია, - "ბაკულას ღირები", რომელიც თუმანიშვილის დადგმაა.  სწორედ ბატონმა მიშამ დამამტკიცა ამ როლზე, ქეთი დოლიძემ კი თუმანიშვილის თეატარში ჯერ თუმანიშილის დამტკიცებლი როლიდან მომხსნა, ახალა კი თეატრიდან საერთოდ გამომიშვა. მეორე ეპექტაკლი კი იყო გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული " ჰარალეთი", საიდანაც ასევე მომხსნეს. ყველაფერი დაგეგმილად და ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთა, ჯერ სპექტაკლებიდან მომხსნა, მერე ხელფასი შემიმცირა, ახლა კი გამომიშვა. ერთბაშად ვერ გაბედა ჩემი გაშვება და ასე ინტრიგნულად და მეწვრილამანედ მოიქცა. თეატრი არ არის პოლიტიკური გარჩევების ადგილი, თუმცა ამ ქალმა ყველაფერს პოლიტიკური სახე მისცა.

- ამბობს, რომ 6 წელია არ გითამასიათ თუმანიშვილის სცენაზე, ფაქტობრივად, მას შემდეგ, რაც პარლამენატრი გახდით.

- ჩემი პარლამენტარობა მაგისი საქმე არ არის, ეგ ორი წელი რაც სამხატვრო ხელმძღვანელია, რა იცის რას ვთამაშობდი მანამდე?! მე არასდროს მიღალატია თეატრისთვის და არაც არასდროს შემიქმნია პრობლემა, თეატრი ყოველთვის ახერხებდა ჩემთან გრაფიკის შეთანხმებას და თუ მაინც ვერ ვახერხებდი თამაშს, სპექტალი ამის გამო არ ზარალდებოდა - ჩემი დუბლორი ყოველთვის იდგა სეცენაზე. ქეთი დოლიძე მეწვრილმანე ადამიანია, რომელიც ყველაფერს იკადრებს და იტყვის.

- ქეთი დოლიძის თემით, რიგი მსახიობები აცხადებდნენ, რომ არ სურდათ თქვენთან ერთად სცენაზე დგომა, კონფლიქტი გქონდათ ვინმესთან?

- არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა, ჰკითხეთ ერთი, ვინ ამბობდა მაგას, ამის შესახებ მე არაფერი გამიგია, და თუ ვინმე ამბობდა მართლაც, იმის სინდისზე იყოს. მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სახე ქეთი დოლიძე არც იყო და არც არასდროს იქნება. საერთოდ მიხეილ თუმანიშვილის დროს მაგის შემოქმედებითი საქმიანობა და დადგმული სპექტაკლი მე არ მინახავს, ძირითადად გასტროლების საქმეს აგვარებდა ხოლმე. რომ იძახის მეც გამიშვეს თეტარიდან და როინიშვილს ხმა არ ამოუღიაო, ჯერ ერთი, რა იცის მაგან მე სად რა ვთქვი და მეორეც ერთია ადამიანის თანამდებობიდან გაშვება და მეორეა - ფაქტობრივად, შემოქმედებითი საქმინაობა აუკრძალო, რაც მაგან გააკეთა. როგორც მახსოვს, მაგისთვის სპექტაკლების დადგმა და რეჟისორობა არავის აუკრძალია.

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)