"ფრთხილი ოპტიმიზმი"
53 წლის მეგ რაიანზე საქმრო 10 წლით უფროსია. სუპერვარსკვლავს ქმარი - მსახიობი დენის კუეიდი 2001 წელს დასცილდა - მეგმა მას თრილერ "სიცოცხლის მტკიცებულების" გადაღებებისას რასელ ქროუსთან უღალატა.
2006 წელს მეგ რაიანმა 3 წლის ჩინელი გოგონა დეიზი ტრუ იშვილა, 2011 წლიდან კი ცხოვრობს როკმუსიკოს ჯონ მელენკამპთან, რომელმაც მისი გულისთვის მეუღლე და ორი შვილი მიატოვა. მელენკამპმა ახლახან შეყვარებულს ხელი სთხოვა.
ყვითელი პრესა ირონიულად წერს, - გამოცდილი რაიანი წინადადებას "ფრთხილი ოპტიმიზმით" დათანხმდაო.