"გაჩენას ინანებთ!" - ვის ემუქრება ქართველი მოჯაჰედი და რას ითხოვს ჩვენი ხელისუფლებისგან (ექსკლუზივი)
"საკმაოდ დიდი სია გვაქვს იმ ადამიანებისა, რომელთაც მუსლიმანებთან ბრძოლით დატვირთული ბიოგრაფია აქვთ."
"ბათუმში, მეორე მეჩეთის აუშენებლობისთვის პირველ რიგში ძველ და ახალ მუფთებს მოეთხოვებათ პასუხი, ისევე როგორც იმათ, ვინც მეჩეთის აშენებას უშლიდნენ ხელს, ივანიშვილ - ღარიბაშვილის და აჭარის ეპარქიის ხელმძღვანელობით."
"თურქეთს რომ არ ეთქვა, ჯარებს შემოვიყვანო, ევროპა ხმას არ ამოიღებდა და რუსეთიც თბილისს მარტივად აიღებდა."
ბათუმელმა 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაში,ა საბრძოლო მოქმედებებში იღებს მონაწილეობს, ამ ცოტა ხნის, წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მუქარის წერილი გამოაქვეყნა:
"ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა "კაგებეშნიკი," ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით... გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ, გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო! საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალაჰს, ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ!"
ბათუმელი მოჯაჰედი, რომელმაც თავისი მუქარებით საზოგადოების ყურადღება მიიქცია, კიდევ ერთხელ დაგვთანხმდა და სირიიდან ინტერვიუ მოგვცა.
- საზოგადოება გაეცნო თქვენს მოთხოვნებს და მუქარას, სწორია უდანაშაულო ადამიანებისთვის ამგავრი წერილების გზავნა და მათი დაშინება?
- ჩემს ნათქვამს კარგი გაგება სჭირდება, მანდ სურთ ხალხში პანიკა გამოიწვიონ, მსგავსი ავანტურისტები ბევრნი არიან საქართველოში და ამიტომ დაღუპეს საქართველო. სამწუხაროდ, 4 წელი ვლაპარაკობდი ამ თემაზე საქართველოში, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. ყურანში არის ერთ ადგილი, სადაც ალაჰი ბრძანებს: ვისაც მე დავუბინდე გონება, მათ თქვენ ვერ შეასმენთ, რათა უკეთურები არიანო... ჩემს ინტერესებში არ შედის, ისედაც გასაცოდავებული ხალხი დავაშინო, ისლამი ამას არ ქადაგებს.
- რას გულისხმობთ უკეთურებაში?
- უკეთურებაა ის, როდესაც ადამიანები გარყვნილებას აღიარებენ, აკანონებენ და უზენაესი ალაჰის კანონების მიმდევრობას გვიკრძალავენ. ბათუმში გარყვნილებას ნერგავენ, გახსნეს ბორდელები კაზინოები და კლუბები. გულის ამრევია, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ბათუმში ხდება. მედიაკავშირი "ობიექტივის" ავანტურისტი, გაურკვეველი აზროვნების ხალხი მუსლიმანების წინააღმდეგ ბათუმში მიტინგებს რომ მართავდნენ, სინდისი თუ ჰქონოდათ ეს გარყვნილება გაეპროტესტებინათ. როცა მე და ჩემი მეგობრები მივედით და ვთხოვე, თუ ერის ამბავი გაინტერესებთ, გამოდით და პირველი მე ვესვრი იარაღს და მოლოტოვის კოქტეილებს ამ კაზინოებს და ბორდელებს, პირველი მე დამაპატიმრონ-მეთქი, ამის საპასუხოდ, სამარცხვინოდ, ისლამის განადგურებაზე დაიწყეს ლაპარაკი. ალაჰს ვფიცავ, ჩემს 6 მეგობართან ერთად, ვიყავი "ობიექტივის" გუნდთან ოფისში... აქ ხალიფატში ათობით დიდი რეგიონი და ქალაქია გაერთიანებული, სადაც სამოქალაქო მშვიდობაა. ბრძოლები მხოლოდ სასაზღვრო რაიონებში მიმდინარეობს. აქ მშვიდობას მხოლოდ ამრიკელები და მათი მოკავშირეები არღვევენ, დღეში მინიმუმ 8 -10 რაკეტას გვესვრიან, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. ქალები და ბაშვები უსახლკაროდ რჩებიან და იღუპებიან. ესაა ამათი ევროპა?! უმჯობესია თავი დაგვანებონ, რადგან ალაჰის უზენაეს კანონებს ესენი ვერაფერს დააკლებენ და ვერ დაგვამარცხებენ. სხვათა შორის ამ ბრძოლებში ქართველებიც მონაწილეობენ, რაც ძვირი დაუჯდება ზოგ-ზოგიერთებს.
- ქართველი სამხედროები მშვიდობისთვის იბრძვიან...
- სხვისი შვილების დახოცვაში აღებული ფულით, საკუთარი შვილები უნდა გაზარდონ, - განა ეს ზნეობრივია? როცა ამბობენ მშვიდობას ვიცავთო და იბრძვიან ერაყში, ავღანეთში თუ აფრიკაში, ამ ქვეყნებიდან რომელი ეომებოდა საქართველოს?! ისინი კი უდანაშაულო მუსლიმანებს ხოცავენ! ჩვენ ისიც გვახსოვს, აგვისტოს ომში ამერიკამ როგორ ჩააბა საქართველო! თურქეთს რომ არ ეთქვა, ჯარებს შემოვიყვანო, ევროპა ხმას არ ამოიღებდა და რუსეთიც თბილისს მარტივად აიღებდა. პოლიტიკას არ შევეხები, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით უკრაინაში მიმდინარე მოქმედებები, შუამავლის გადმოცემაა: ხალიფატის პარალელურად, ორი დიდი ძალა შეებრძოლება ერთმანეთსო, მალე მოსალოდნელია სხვა პოლიტიკური ომები, ისინი თვითონ დახოცავენ ერთმანეთს. ქართველებს სადაც არ ეკითხებათ, იქ უყვართ ომი ფულის გულისთვის და ეს ცუდი ჩვევაა.
- სირიაში ფულის გულისთვის არ მიდიან? აბა, როგორ პატრონობენ ამდენ მებრძოლს?
- არა! ვფიცავ უზენაეს ალაჰს აქ ისლამური გამარჯვებისთვის და სამოთხის მოსაპოვებლად ვიბრძვით. მებრძოლების პატრონობა სხვაა და ფულის გულისთვის ბრძოლა - სხვა! მუსლიმანები ფულისთვის არასოდეს ომობენ. ჩვენი საშუალება და ერთადერთი დამხმარე ალაჰია. ჩვენი ერთი ავტომატიანი მოჯაჰედი, მაგათ 10 გაწვრთნილ მებრძოლზე ძლიერად იბრძვის. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ დაფიქრდნენ და შეეშვან მუსლიმანების ჩაგვრას ავანტურისტების გამო. საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ - შეეშვან ისეთი კანონების მიღებას, რაც მუსლიმანებს შეურაცხყოფას აყენებს! საქართველოში, ბოლო წლებია მუსლიმანებს ამცირებენ, თუმცა ჩვენ მოთმინებით ველოდებით ჩვენი დღის დადგომას. კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაფიქრდეთ, შემდეგ ნუ გაგიკვირდებათ თუ პასუხს გაგცემთ. ჩვენ საკმაოდ დიდი სია გვაქვს იმ ადამიანებისა, რომელთაც მუსლიმანებთან ბრძოლით დატვირთული ბიოგრაფია აქვთ. ბათუმში, მეორე მეჩეთის აუშენებლობისთვის პირველ რიგში ძველ და ახალ მუფთებს მოეთხოვებათ პასუხი, ისევე როგორც იმათ, ვინც მეჩეთის აშენებას უშლიდნენ ხელს, ივანიშვილ - ღარიბაშვილის და აჭარის ეპარქიის ხელმძღვანელობით.
- მუფთები ხომ მუსლიმანები არიან, ისინი რატომ არ გიჭერენ მხარს?
- არა, მათ, სიტყვების გარდა, ისლამთან კავშირი საერთოდ არ გააჩნიათ. ალაჰის კანონის მტერი და სახელმწიფოს მონა მუსლიმანი ვერასდროს იქნება! რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, მათ უღალატეს მუსლიმანებს და სახელმწიფოს დაეთანხმნენ ისეთი კანონების მიღებაში, რაც ამცირებს და ჩაგრავს მუსლიმანებს. ესენი არიან მთავრობის დანიშნული მუფთები და მათ დაკვეთას ასრულებენ. საქართველოში ყველა ის ავანტურისტი პოლიტიკოსები, მღვდლები თუ ექსპერტები მასონები არიან, რომლებიც ხან ამერიკას ეფერებიან და ხან - რუსეთს. საქართველოს ერთიანობის და მშვიდობის შანსი მხოლოდ ერთიანი ისლამური კავკასიის შექმნაშია, სადაც, როგორც ადრე, ცენტრი თბილისი იქნება. ალბათ ბევრს გაეცინება, მაგრამ გადახედეთ ისტორიას. ჩვენ იმედი გვაქვს, საქართველოში არსებობენ საღად მოაზროვნე ძალები, რომლებიც გაითვალისწინებენ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას.
ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)