ვინ არის ქართული პოლიტიკის „ ჩე გევარა“, ვინ - „კარლსონი“ და ვინ - „ნამყენი ჩინელი ?!“- პოლიტიკოსთა მეტსახელები
ექსსაგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს მისი ცნობილი ფრაზის გამო „ძიალოგასაც“ ეძახიან, თუმცა ზოგჯერ "ხანუმასაც" უწოდებენ, რადგან ცნობილი კომედიის „ქეთო და კოტე“ პერსონაჟისა არ იყოს, "მას შემდეგ, რაც მამამ პარიჟში წაიგო, ქართული სულ დაავიცქდა"...
პარალამენტარს, ამჟამად გავიცესპიკერებულ გუბაზ სანიკიძეს „სიზმარას“ ეძახიან, პარლამენტარ თინა ხიდაშელსა და მის პარლამენტის სპიკერ მეუღლეს კი „ბასტისა“ და „ბუბუს“...“
ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ქვეყანაში ვითარება მეტად დაძაბა. თითოეული ჩვენგანი მიმდინარე პროცესით გვარინადაა შეშფოთებული და მომავალსაც, არცთუ უსაფუძვლოდ, შიშით შევყურებთ, თუმცა, გადავწყვიტეთ, ეს რთული პროცესები მცირე ხნით მაინც დავივიწყოთ და ჩვენი მკითხველის გახალისება ვცადოთ. მაშ, ასე წარმოგიდგენთ პოლიტიკოსთა მეტსახელებს, რომლებიც ხშირად იმაზე მეტსაც გვეუბნებიან, ვიდრე მათ მიერ გაკეთებული საქმეები. ე.წ. კლიჩკებში სარკესავით აირეკლება ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ. საინტერესოა, ერთიც, რომ ზოგჯერ პოლიტიკოსები ერთმანეთსაც მშვენივრად უძებნიან მეტსახელს, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნათლია დიდი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილია. თუცა მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ:
1990-იანი წლებიდან, იმ დროიდან, როცა პოლიტიკური სივრცე გააქტიურდა, პოლიტიკოსების მეტსახელებზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ, - საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ჯუმბერ პატიაშვილს "მურტალოს" ეძახდნენ, "კუკარაჩას" ცნობილი პერსონაჟის მსგავსად... მის შემცვლელს, მუდამ მდუმარე გივი გუმბარიძეს, "მამადუ" შეარქვეს, საბავშვო ძილისპირულის ტელეპერსონაჟის სეხნია გახდა...
ედუარდ შევარდნაძეს "თეთრი მელას" ეძახდნენ, ქვეყნის კიდევ ერთ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი ზოგჯერ "ჰალსტუხჭამიასაც" უწოდებდნენ, "ბი-ბი-სის" პირდაპირ ეთერში გასული ცნობილი კადრის გამო, როცა აგვისტოს ომის გამო განერვიულებული სააკაშვილი საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს.
ამჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე, მისივე განცხადებიდან გამომდინარე, „პლასტელინა“ უწოდეს. უკვე საპრეზიდენტოდ გამზადებულს კი შალვა ნათელაშვილმა „შემოულაწუნე“ შეარქვა.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ტელეწამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა, გასაგები მიზეზების გამო, „პრემიეროვიჩი“ შეარქვა. მის წინამორბედ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს კი, ბოლო ხანს ხშირად “პინგვინის“ სახელით მოიხსენიებენ, დედამიწის სამხრეთ პოლუსის ბინადართა განსაკუთრებული სიყვარულის გამო.
მოგეხსენებათ, ექსპრემიერმინისტრს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს, "სახელმწიფოს ხერხემლს" ეძახდნენ. შალვა ნათელაშვილმა კიდევ ერთ ყოფილ პრემიერს ზურაბ ნოღაიდელს "დაღლილი ვირი", როგორც ჩანს, მუდამ დაღლილი და უკმაყოფილო გამომეტყველების გამო, კობა ხაბაზი კი - "აჭარელი ლუი დე ფიუნესი" უწოდა.

ექსსაგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს მისი ცნობილი ფრაზის გამო „ძიალოგასაც“ ეძახიან, თუმცა ზოგჯერ "ხანუმასაც" უწოდებენ, რადგან ცნობილი კომედიის „ქეთო და კოტე“ პერსონაჟისა არ იყოს, "მას შემდეგ, რაც მამამ პარიჟში წაიგო, ქართული სულ დაავიცქდა"...
ამჟამინდელ ფინანსთ მინისტრ ნოდარ ხადურს „ციკნიჭამიას“ ეძახიან, მის მეგობარ ქალაქის მერ დავით ნარმანიას, რომელსაც აშკარად ძალიან უჭირს მერიაში კადრების შერჩევა, თურმე ბავშვობიდან დღემდე „სფეროს“ ეძახიან. მალე მის მიერ შერჩეული კადრების კრებით სახელად კი შეიძლება “ჯოკია ბოდოკია“ იქცეს. ექსთავადცვის მინისტრ, „თავისუფალ-დემოკრატ“ ირაკლი ალასანიას კარგა ხანია „ხალიანას“ სახელით მოიხსენიებენ.

მეტსახელები აქვთ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებსაც, ნინო ბურჯანაძეს "ფქვილოვნა" და "ხორბალოვნაა", “მამამისის "პურპროდუქტიული" წარსულის გამო შეარქვეს. თუმცა მას უფრო ხშირად მოიხსენიებენ ცნობილი ფილმის პერსონაჟის სახელით „ტუტსი“, დავით ბაქრაძეს კი - "ჩანგალას“ 2008 წლის ომისას მისი მოწოდების გამო ეძახიან.
დეპუტატ გივი თარგამაძის ერთ-ერთი მეტსახელი "ჩე გივერაა", რადგან გივი თარგამაძე სხვადასხვა ქვეყანაში ფერადი რევოლუციების ალის აგიზგიზებით იყო გატაცებული და სავარაუდოდ თუ საშულება მიეცა ამაზე ახლაც არ იტყვის უარს, თუმცა, როგორც სანდო წყარომ გვითხრა, თარგამაძეს ახალგაზრდობაში, უზომო სმის გამო, კიდევ ერთი მეტსახელი ჰქონია - "ეჟვანა“. სტუდენტობისას მისი თანაკურსელები ხუმრობდნენ, ქალაქგარეთ გასვლისას ეჟვანი უნდა შევაბათ, მთვრალი სადმე არ დაგვეკარგოსო...

კიდევ ერთ ყოფილ ჩინოვნიკს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე დღის წინ აღძრეს, დავით კირკიტაძეს, იმავე „კირკიტას“ - "პეჩორინს", ეძახიან, რადგან თავის დროზე სააკაშვილმა, პარლამენტის დაცვის წევრის ცემის შემდეგ, მას "ჩვენი დროის გმირი" უწოდა.
ყოფილი „ნაციონალი“ ჩინოსნების შეუცვლელ ვექილს, რომელმაც შესძლელობების პოლიტიკაში მოსინჯვაც სცადა, გოგა ონიანის „ახალშობილი ბეჰემოტი“ შეარქვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას პოეტმა რეზო ამაშუკელმა „ნამყენი ჩინელი“ შეარქვა, მანვე უზენაესი სასამართლო აწ უკვე ვადაამოწურული თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის, იგივე „მარსიანელის“ ძმას პავლე კუბლაშვილს, „მოლაპარაკე თავი“ უწოდა.

პარალამენტარს, ამჟმაად გავიცესპიკერებულ გუბაზ გუბაზ სანიკიძეს „სიზმარას“ ეძახიან, პარლამენტარ თინა ხიდაშელსა და მის პარლამენტის სპიკერ მეუღლეს, დავით უსუფაშვილს „ბასტისა“ და „ბუბუს“... ირაკლი ბათიაშვილმა „კლიჩკა“ „კარლსონი“ 2011 წლის 26 მაისის მძიმე მოვლენების შემდეგ შეიძინა, როდესაც ამტკიცებდა, რომ სახურავზე იმალებოდა.


ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)
პ.ს. სტატიაში გამოყენებულია გაზეთ „ყველა სიახლის“ საარქივო მასალა.