"ავტომანქანა, რომლითაც ნარმანია გადაადგილდება, სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა" - კვირის პალიტრა

"ავტომანქანა, რომლითაც ნარმანია გადაადგილდება, სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა"

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა ავტომანქანა, რომლითაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ამჟამად გადაადგილდება.

ეს ავტომანქანა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2011 წელს შეიძინა. - ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებაში. "იმის გამო, რომ დედაქალაქის მერი კანონით სარგებლობს დაცვის მომსახურებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2014 წლის ოქტომბერში აღნიშნული ავტომანქანა თბილისის მერის დაცვის სამსახურისთვის გამოყო და მისი ექსპლუატაციის ხარჯებსაც თავად ფარავს. სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალება თბილისის მერს არ ემსახურება." - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 თებერვალს საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია 100 ათას დოლარიანი მანქანით მოძრაობს, რომელიც მისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა შეიძინა.

"ინტერპრესნიუსი"