"აშშ-ში, პრეზდენტმა ივანიშვილის მსგავსი განცხადება რომ გააკეთოს, ამას დიდი კრიზისი მოჰყვება" - კვირის პალიტრა

"აშშ-ში, პრეზდენტმა ივანიშვილის მსგავსი განცხადება რომ გააკეთოს, ამას დიდი კრიზისი მოჰყვება"

"ქვეყანაში სტაგნაციაა, ხოლო იქ სადაც უძრაობაა, ეროვნული ვალუტის კურსი ყოველთვის მერყევი იქნება. ძალიან ცუდი გავლენა იქონია ლარზე იმანაც, რომ ბიუჯეტი არასწორად დაიგეგმა."

"ვეთანმხები ივანიშვილს, რომ ქადაგიძე არაკომპეტენტური კადრია, მაგრამ ახლა ამის განცხადება უადგილოა."

ლარის კურისი ბოლო დღეების განმავლობაში დოლართან მიმართებაში მცირედ გამყარდა, თუმცა შექმნილ მძიმე ვითარებას ეს არსებითად ვერ ცვლის. ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ლარის დევალვაციაში ერთმნიშვნელოვნად დაადანაშაული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელმაც ივანიშვილის საპასუხოდ განაცხადა: "საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ კომენტარებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის თავდასხმებზე, რომელიც ხორციელდება ეროვნულ ბანკზე, ვიზიარებთ რა იმ პასუხისმგბელობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას საჯაროდ. ეს არ არის ჩვენი მანდატი."

ვესაუბრებით ეკონომისტ გია მაისაშვილს:

- ექსპრემიერმა გაავრცელა განცხადება, რომელშიცლარის კურსის დევალვაციაში ეროვნული ბანკის პრეზიდნეტს ადანაშაულებს. რამდენად მართებულია ბიძინა ივანიშვილის განცახდება?

- აშშ-ში, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის მიმართ პრეზდენტმა ივანიშვილის მსგავი განცხადება რომ გააკეთოს, ამას ეკონომიკაში დიდი კრიზისი მოჰყვება. სიმპათიით ვარ განმსჭვალული ივანიშვილის მიმართ და არ მინდა გავაკრიტიკო, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ასეთი განცახდებები საქმეს მხოლოდ ვნებს. ეთანმხები ივანიშვილს, რომ ქადაგიძე არაკომპეტენტური კადრია, მაგრამ ახლა ამის განცხადება უადგილოა. მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იყოს თანამშრომლობდეს ეროვნულ ბანკთან და არ მისცეს საშუალება მის პრეზიდენტს არაკომპეტენტურად მოიქცეს. პარლამენტში აქამდე უნდა დაებარებინათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და გაიმართათ კონსულტაციები. აქამდე ეს არ ხდებოდა და ახლა, როდესაც კრიზისის წინაშე დადექით, ყველაფრის გადაბრალება ხდება ქადაგიძეზე, რაც არასწორი. ლარის დევალავაციის პროცესში გარე ფაქტორების გავლენასთან ერთად, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც მთავრობის უმოქმედობაა, რადგან ეს ყველაფერი არ იქნა გათვალისიწინებული. ქვეყანაში არის სტაგნაცია, ხოლო იქ სადაც უძრაობაა, ეროვნული ვალუტის კურსი ყოველთვის მერყევი იქნება. ძალიან ცუდი გავლენა იქონია ლარზე იმანაც, რომ ბიუჯეტი არასწორად დაიგეგმა

- ბატონო გია, თქვენ ბევრ ქვეყანაში გიმუშავიათ, სადაც სწორედ ეკონმიკური კრიზის დაძლევის პროგრამებში იყავით ჩართული. საქართველოს ხელისფლებიდან სათანამშრომლოდ ხომ არ მოუმართავთ?

- დია, მაქვს 11 ქვეყნის (სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ჩილე, ესტონეთი და სხვ.) სავალუტო ეკონომიკური კრიზისის სასწრაფო გამოსავლის და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების ჯგუფში მუშაობის გამოცდილება. მხოლოდ ეკონომისტობა ამ საქმეს არ შველის. ეს არის იმდენად დახვეწილი და რთული მექანიზმი, თუ ამის პრაქტიკული გამოცდილება არა გაქვს, ამაზე არც კი უნდა ლაპარაკობდე. ამდენი უსაგნო ლაილაი ამ საქმეს არ უხდება. ჩემდა სამწუხაროდ, მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ დამკავშირებია, ადამიანს, რომელსაც ამ სფეროში მოღვაწეობის 25 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მაქვს, რაც ნამდვილად გულსატკენია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)