იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას ნაპოვნი მე-2 დნმ იდენტიფიცირებულია - კვირის პალიტრა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას ნაპოვნი მე-2 დნმ იდენტიფიცირებულია

"კვირის პალიტრის" საიტზე უკვე ვწერდით, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეში იყო ახალი მტკიცებულებები, რომლის შესახებაც ვაზაგაშვილის ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ლაპარაკობდა.

მანვე "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში," ჟურნალისტ მერაბ მეტრეველთან სტუმრობისას დააკონკრეტა თუ რა მდგომარეობაში იყო ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ნაპოვნი მე-2 დნმ-ს იდენტიფიცირების პროცესი. გაგი მოსიაშვილის თქმთ, გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, თუ ვის ეკუთვნის მეორე დნმ-ი, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა.

იხილეთ ასევე: "საქმეში უკვე დევს ახალი მტკიცებულებები" - ვინ ეხმარებოდა სოსანაშვილს ვაზაგაშვილის მკვლელობის განხორციელებაში?!