ჯერ ქირა, მერე "ოსკარი" - კვირის პალიტრა

ჯერ ქირა, მერე "ოსკარი"

ლეონარდო დი კაპრიომ "ოსკარი" ჯერაც ვერ მიიღო და სიტუაციის გამოსწორება მტკიცედ გადაწყვიტა - ახალი ფილმის გადაღებისთვის ემზადება, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს,  წარმატება უნდა მოუტანოს: მას მეტად რთული როლი ელის - ადამიანისა, რომელმაც ერთდროულად 24 პიროვნება უნდა განასახიეროს. მისი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ სუპერვარსკვლავის ტალანტი ბოლომდე გაიხსნება და სანუკვარ ქანდაკებას დაიმსახურებს. ამასობაში დი კაპრიომ ნიუ-იორკში მდებარე თავისი 10 მლნ დოლარიანი ბინა, რომელშიც თითქმის ვერასდროს ხვდება, წელიწადში 300.000 დოლარად მიაქირავა ბილ კლინტონის ყოფილ ეკონომიკურ მრჩეველ ჯონათან ორზაგს. ბინაში უახლესი ტექნიკური სისტემებია, მათ შორის შხაპი C ვიტამინით, "არომათერაპია" - ვენტილაციის საშუალებით, ფანჯრებში - განთიადის იმიტაცია ნებისმიერ დროს და ა.შ.