მოსკოვში ყოფილმა ქმარმა ცოლი მძევლად აიყვანა - კვირის პალიტრა

მოსკოვში ყოფილმა ქმარმა ცოლი მძევლად აიყვანა

რუსეთის შსს-ს ცნობით, პოლიცელებმა მოსკოვში, ცენტრალურ მუზეუმის შენობაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხატვურული სტუდიაც მდებარეობს, ყოფილი ქმრის მიერ მძევლად აყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქალბატონი, გაათავისუფლეს.კაცმა ყოფილი ცოლი 10 მარტს, დილით, დაახლოებით ათის ნახევარზე აიყვანა მძევლად და ნახევარ საათზე მეტ ხანს ჰყავდა დაკავებული. თავდამსხმელი, რომელიც ხელყუმბარით იყო შეიარაღებული, სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. როგორც რუსეთის შსს- ში აცხადებენ, კონფლიქტი ყოფილ ცოლ-ქმარას შორის შვილის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე დაიწყო. კაცი მივიდა ცოლთან სამსხაურში და მოითხოვდა მისგან ბავშვის დაბრუნებას. დაკავებული შინაგან საქმეთა ყოფილი თანამშრომელია.